– მუხლი 122. ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება / Article 122 - Extension of the loss carry-forward period

1. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადის გასვლამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ასეთ შემთხვევაში ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაა 11 წელი და იგი აითვლება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის ზარალის გადატანასაც ითხოვს პირი წარდგენილ განცხადებაში. ამასთანავე , ხანდაზმულობის 11- წლიანი ვადა მოიცავს ზარალის გადატანის მთლიან, 10- წლიან საანგარიშო პერიოდს.

4680-რს 2016 29/12/2015

1. პირს უფლება აქვს, ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადა შეცვალოს ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადით. აღნიშნულის თაობაზე პირმა ამ კოდექსის 121-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადის გასვლამდე განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.


2. ამ მუხლის პირველი ნაწილის დებულების გამოყენებისას პირს ზარალის დაფარვის შემთხვევაში უფლება აქვს, არჩეული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადა კვლავ შეცვალოს ზარალის გადატანის 5-წლიანი ვადით, რისთვისაც მან ზარალის დაფარვიდან ნებისმიერ შემდგომ საგადასახადო წელს საგადასახადო ორგანოს უნდა აცნობოს ისევ 5-წლიან ვადაზე გადასვლის შესახებ.

4680-რს 2016 მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს 29/12/2015

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დებულებების გამოყენებისას ამ კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება იმ კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის ზარალის გადატანის ვადის გაგრძელებაც მოი თხოვა პირმა , ზარალის გადატანის ვადის გაგრძელების შეცვლის შესახებ განცხადების წარდგენის კალენდარული წლის დასრულებამდე პერიოდის ვადით, რომელიც არ შეიძლება იყოს 6 წელზე ნაკლები და 11 წელზე მეტი.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

47. ამ კოდექსის 122-ე მუხლით განსაზღვრული ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე.

1. A person may replace the 5-year loss carry-forward period specified in Article 121 of this Code with a 10-year loss carry-forward period. For this purpose, the person shall apply to a tax authority before the expiry of the 5-year loss carry-forward period specified in Article 121 of this Code.

2. In applying the provisions of the first paragraph of this article, a person, in the case of loss coverage, may change again the chosen 10-year loss carry-forward period back to a 5-year loss carry-forward period. For this purpose the person shall, in any tax year following the loss coverage, notify a tax authority of reverting to a 5-year loss carry-forward period.

3. (Deleted 18.12.2015, No 4680).