– მუხლი 121. ზარალის გადატანა / Article 121 - Carry-forward of losses

1. მეწარმე ფიზიკური პირის მიერ აქტივის (გარდა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივისა) რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ღირებულების ნამეტით. თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.
2. საგადასახადო წლის განმავლობაში ფიზიკური პირის (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ აქტივის რეალიზაციით მიღებული ზარალის კომპენსაცია ხდება იმავე სახის აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტით. ამასთანავე, თუ ზარალის კომპენსაცია იმავე წელს შეუძლებელია, ზარალი მომდევნო წელს არ გადაიტანება.
3. მეწარმე ფიზიკური პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ ერთობლივ შემოსავალზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან, არ გამოიქვითება ამ პირის მიერ მიღებული ხელფასის ხარჯზე. იგი გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე, რომელიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
4. იურიდიული პირის მიმართ გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადაიტანება 5 წლამდე ვადით და დაიფარება მომავალი პერიოდების ერთობლივი შემოსავლის გამოქვითვებზე გადამეტების ხარჯზე.
5. ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების გადამეტება ერთობლივ შემოსავალზე გადატანას არ ექვემდებარება, თუ იგი წარმოშობილია:
ა) ფინანსური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდში;
ბ) თიზ-ის საწარმოს მიერ;
გ) (ამოღებულია – 13.10.2011, №5120);
დ ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდში.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

5. ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების ერთობლივ შემოსავალზე გადამეტება გადატანას არ ექვემდებარება, თუ იგი წარმოშობილია ფინანსური ინსტიტუტის მიერ საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსით სარგებლობის პერიოდში.
1. Losses incurred by an entrepreneur natural person upon sale of an asset (other than an asset used in economic activity) shall be compensated by the surplus value resulting from the sale of an asset of the same type. If the losses cannot be compensated in the same year, it shall not be carried forward to the next year.

2. Losses incurred by a natural person (other than an entrepreneur natural person) upon sale of an asset during a tax year shall be compensated by the surplus value resulting from the sale of the asset of the same type. At the same time, if the loss cannot be compensated in the same year, it shall not be carried forward to the next year.

3. The excess of deductions over the gross income from economic activity not related to employment, received by an entrepreneur natural person shall not be deducted from the salary received by such person. It shall be carried forward for up to five years and shall be covered by the excess of gross income of future periods over deductions not related to employment.

4. The excess of deductions over the gross income of a legal person shall be carried forward for up to five years and covered from the excess of the gross income of future periods over deductions.

5. The excess of deductions under this Code over gross income shall not be carried forward if they are incurred during the period, in which a financial institution enjoys the status of an international financial company.