– მუხლი 120. გადასახადები და ჯარიმები, რომლებიც არ გამოიქვითება / Article 120 - Non-deductible expenses and fines

1. არ გამოიქვითება:
ა) მოგების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი, რომლებიც გადახდილია ან გადასახდელია საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში, გარდა ფიზიკური პირის მიერ სარგებლის (გარდა დაქირავებით მუშაობით და ეკონომიკური საქმიანობით მიღებულისა) მიღებასთან დაკავშირებით გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა. ამ შემთხვევაში ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის შესაბამისად გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა მცირდება ამ ქონების მიხედვით გადახდილი (მათ შორის, წინა საგადასახადო პერიოდებში) საშემოსავლო გადასახადის თანხით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი ან გადასახდელი სანქციის/ჯარიმის თანხები.
2.  (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).

1. The following shall not be deducted:

a) profit tax and income tax paid or payable in Georgia or in a foreign country, except for the income tax paid in connection with a natural person’s earning of benefit (except for the benefit received from employment and economic activity). In that case, the amount of the income tax payable for the income earned from the sale of property shall be reduced by the amount of the income tax paid for this property (including in the preceding tax periods);

b) amounts of penalties/fines prescribed by the legislation of Georgia and paid or payable by a taxpayer to the budget.

2. (Deleted - No 1886, 26.12.2013).