– მუხლი 119. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები / Article 119 - Expenses of the geological survey and preparatory services in connection with extraction of natural resources

1. გეოლოგიური კვლევებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურების ხარჯები გამოიქვითება ერთობლივი შემოსავლიდან საამორტიზაციო ანარიცხების სახით, ამ კოდექსის 111-ე მუხლით დადგენილი ამორტიზაციის ნორმის მიხედვით, 20 პროცენტის ოდენობით, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის მიხედვით და აღირიცხება ცალკე ჯგუფად.
2. ეს მუხლი:
ა) ვრცელდება იმ არამატერიალური აქტივების ხარჯებზედაც, რომლებიც გაწეულია გადასახადის გადამხდელის მიერ ბუნებრივი რესურსების გეოლოგიური კვლევის, დამუშავების ან ექსპლუატაციის უფლების შეძენასთან დაკავშირებით;
ბ) არ ვრცელდება იმ არამატერიალურ აქტივებზე, რომელთა სასარგებლო გამოყენების ვადის დადგენა და საანგარიშო პერიოდის პროპორციულად გამოქვითვა შესაძლებელია.
3. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებული გეოლოგიური კვლევების, ბუნებრივი რესურსების მოპოვების მოსამზადებელი მომსახურებისა და ბურღვის ხარჯები გამოიქვითება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.

1. Expenses of the geological survey and preparatory services in connection with extraction of natural resources shall be deducted as depreciation charges from gross income according to the book value of the group at the depreciation rate of 20% under Article 111 of this Code, according to the book value of a group and shall be recorded as a separate group.

2. This article shall:

a) apply to the expenses on intangible assets incurred by a taxpayer for purchasing the right to geological survey, processing or extraction of natural resources;

b) not extend to the intangible assets the useful life of which can be established and which can be deducted retain proportion to the reporting period.

3. Expenses of the geological survey, preparatory services and drillings in connection with extraction of natural resources performed under the production sharing agreement in accordance with the Law of Georgia on Oil and Gas shall be deducted according to the rates provided by an agreement.