– მუხლი 113. არამატერიალურ აქტივებზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვა / Article 113 - Deduction of amortisation charges on intangible assets

1. არამატერიალური აქტივების ხარჯები გამოიქვითება საამორტიზაციო ანარიცხების სახით, მათი სასარგებლო გამოყენების ვადის განმავლობაში, საანგარიშო პერიოდის პროპორციულად. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, 1000 ლარამდე ღირებულების არამატერიალური აქტივი მთლიანად გამოქვითოს ერთობლივი შემოსავლიდან იმ საანგარიშო წელს, როდესაც შესაბამისი ხარჯი იქნა გაწეული.
2. თუ შეუძლებელია არამატერიალური აქტივების სასარგებლო გამოყენების ვადის განსაზღვრა, ამორტიზაციის ნორმა შეადგენს 15 პროცენტს.

3. არამატერიალური აქტივები ცალკე ჯგუფად აღირიცხება.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

3. თითოეული არამატერიალური აქტივი ცალკე ჯგუფად აღირიცხება.

4. ამორტიზაციას დაქვემდებარებული არამატერიალური აქტივების ღირებულებაში არ შეიტანება მათი შეძენის ან წარმოების ხარჯები, თუ ისინი უკვე გამოქვითული იყო გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) გამოანგარიშებისას.
5. თუ არამატერიალური აქტივებ ის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსთვის 1000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა გამოი ქვითება.

1. The value of intangible assets shall be deducted in the form of amortisation charges, throughout their useful life, in proportion to the reporting period. At the same time, a taxpayer may fully deduct an intangible asset with the value of up to GEL 1 000 from gross income in the reporting year in which the relevant expenses were incurred.

2. If the useful life of intangible assets cannot be determined, the depreciation rate shall be 15%.

3. Each intangible asset shall be recorded in a separate group.

4. The value of amortisable intangible assets shall not include the expenses of purchase or manufacture of such assets if these expenses were already deducted when calculating a taxpayer’s taxable profit (income).

5. If the amount of the book value of a group of intangible assets by the end of the year is less than GEL 1 000, the amount of the book value of the group shall be deducted.