– მუხლი 106. ხარჯები, რომლებიც არ გამოიქვითება / Article 106 - Non-deductible expenses

ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება:
ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა;

N2950-Iს 23/12/2014

ა) ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან, გარდა: 
 ა.ა) ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა; 
 ა.ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდების ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევის შემთხვევისა;




ბ) გართობაზე გაწეული ხარჯები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადასახადის გადამხდელი ახორციელებს გართობითი ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას და ხარჯები გაწეულია ასეთი საქმიანობის ფარგლებში;
გ) ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯები, ლატარიებიდან, კაზინოებიდან (სამორინეებიდან), აზარტული ან სხვა მომგებიანი თამაშობებიდან მიღებულ მოგებებთან დაკავშირებული ხარჯები ან ხელფასის სახით შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები;

დ) მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან განთავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები;
ე) იმ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, რომელიც მოგების გადასახადის მიზნებისათვის არ ითვლება მიწოდებად ან რომლის მიწოდებისას შესაბამისი შემოსავალი/საბაზრო ფასი არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას, გარდა ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

დ) მოგების გადასახადის ან საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებული შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა ამ მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევისა;

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014 ( გავრცელდეს 2013 წლის 31 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

ე) იმ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, რომელიც მოგების გადასახადის მიზნებისათვის არ ითვლება მიწოდებად ან რომლის მიწოდებისას შესაბამისი შემოსავალი/საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად არ ექვემდებარება ერთობლივ შემოსავალში ასახვას, გარდა იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;


ვ) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისაგან შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სტატუსის მქონე პირის მიერ საქონლის მიწოდებით/მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები საერთო წესით იბეგრება;
ზ)  (ამოღებულია - 26.12.2013, №1886).

თ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;

4680-რს 2016 წლის 1 იანვრიდან

თ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისგან ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის (გარდა ამ კოდექსის 95-3 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაკვეთით დასაბეგრი საქმიანობისა) ფარგლებში შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გაწეული ხარჯი;


ი) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობასა და დამატებით განხორციელებულ საქმიანობას შორის გაუმიჯნავი ხარჯები.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

შენიშვნა: ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით და 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს უფლება აქვს, გამოქვითოს გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგროს ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის ან 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საშემოსავლო/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

შენიშვნა: ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს უფლება აქვს, გამოქვითოს გათავისუფლებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები. ამ უფლების გამოყენების შემთხვევაში პირი ვალდებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგროს ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული შემოსავალი.
The following expenses shall not be deducted from gross income:

a) expenses that are not related to economic activity, except for:

a.a) the case provided in Article 117 of this Code;

a.b) the case where a legal person under public law supplies goods and/or delivers services to the State and/or to local self-governments free of charge;

b) entertainment expenses, except where a taxpayer is engaged in the entertainment business and the expenses are incurred within the framework of such business;

c) personal expenses of a natural person, expenses related to winnings from lotteries, casinos, gambling and other games of chance or related to earning salary income;

d) expenses related to earning income that is exempt from profit or income tax, except as provided in the note to this article;

e) expenses incurred for goods/services that are not regarded as being supplied for the purposes of a profit tax, or during the supply of which the corresponding income/market price is not included in the gross income under Article 100(4) of this Code, except as provided in Article 100(4)(b) of this Code; (shall apply to legal relations arising from 31 December 2013)

f) expenses incurred for goods/services purchased from a natural person having the status of a micro business, except where income from supplying of goods/services by the person with such status is taxed under regular procedures;

g) (deleted - No 1886, 26.12.2013)

h) expenses incurred with respect to the goods/services purchased from a flat tax payer within the scope of the activity subject to a flat tax;

h) expenses incurred with respect to the goods/services purchased from a person having a status of a flat tax payer within the scope of the activity (except for the activity taxable at a tax rate determined under Article 953 (1)(b) of this Code) subject to a flat tax

i) expenses of a person having the status of a flat tax payer not separated between the activity subject to a flat tax and additionally performed activities.

Note: In the case provided for in Article 82(1)(k) of this Code, a person may deduct expenses relating to the exempted income. When using this right, a person shall apply income tax to the income exempt from income tax under Article 82(1)(k) of this Code.