– მუხლი 105. შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები / Article 105 - Expenses related to earning income

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
3. ძირითად საშუალებათა შეძენის, დადგმისა და სხვა კაპიტალიზებადი ხარჯები გამოიქვითება ეტაპობრივად, ამორტიზაციის ანარიცხების სახით, გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საამორტიზაციო ანარიცხების სრული გამოქვითვის უფლების გამოყენების შემთხვევისა.
4. გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითოს:
ა) მისთვის საქონლის/მომსახურების მიწოდების (მათ შორის, უსასყიდლოდ) შედეგად წარმოშობილი სარგებელი, ამ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით, იმ საანგარიშო წელს, როდესაც ეს საქონელი/მომსახურება გამოყენებული იქნება ეკონომიკურ საქმიანობაში;
ბ) რეკლამის მიზნით, უსასყიდლოდ გავრცელებულ, დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლების მქონე საქონელზე დარიცხული დღგ-ის თანხა, თუ ამ ოპერაციაზე არ არის გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

4720-რს 29/12/2015 გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე

გ) წილობრივი ფასიანი ქაღალდების ან/და საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების საფონდო ბირჟაზე (მათ შორის, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე) განთავსებასთან და გამოშვებასთან, აგრეთვე ლისტინგის კატეგორიის/რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული დანახარჯები.


5. საქართველოს ფინანსთა მინისტრს უფლება აქვს, განსაზღვროს:
ა) ცალკეული შემთხვევები, როდესაც ხარჯის დოკუმენტურად დადასტურება სავალდებულო არ არის;
ბ) დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ჩაითვლება ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებად.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 3-1  ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

6. ვირტუალური ზონის პირი მის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებულ შემოსავლებზე ხარჯებს გამოქვითავს ერთობლივ შემოსავალში საქართველოს ტერიტორიაზე მიწოდებით მიღებული შემოსავლის ხვედრითი წილის პროპორციულად.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

მე-6 ნაწილი ამოღებულ იქნეს;


7.(ამოღებულია - 26.12.2013, №1886) .

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

8. ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკურ პირზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული ანაზღაურება გამოიქვითება ტურისტული საწარმოს ერთობლივი შემოსავლიდან.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
1. All expenses related to earning income, other than the expenses that are not deductible under this Section, shall be deducted from gross income.

2. Unless otherwise provided for by this Code, all expenses shall be documented.

3. The expense of purchase, installation and other capitalisable expenses of fixed assets shall be deducted on a phased basis as depreciation charges, except where a taxpayer exercises the right to full deduction of depreciation charges.

4. A taxpayer may deduct from gross income:

a) benefit arising from supplying (including, free of charge) of goods/services to him/her, taking into account the restrictions provided for by this Code, in the reporting year, in which such goods and services are used in economic activity;

b) the VAT amount assessed on goods with independent consumer specifications, disseminated gratuitously for advertising purposes, unless a tax invoice has been issued with respect to the transaction.

c) expenses related to the placement of shares and/or Global Depositary Receipts at stock exchange (including at the stock exchange recognised by a foreign country) and to issuing such shares and/or Global Depositary Receipts, as well as expenses related to changes made in the listing category/regime. (Paragraph 4(c) shall apply to legal relations arising from 1 January 2012)

5. The Minister for Finance of Georgia may determine:

a) certain cases where expenses need not be documented;

b) the list of documents that will be deemed as documents evidencing expenses notwithstanding the requirements of this Code.

6. (Deleted - No 5092, 13.5.2016)

7. (Deleted - No 1886, 26.12.2013)

8. (Deleted - No 5092, 13.5.2016)