+ მუხლი 102. ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები / Article 102 - Income from economic activity

1. ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:
ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები;
ბ) აქტივების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
გ) ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ან/და საწარმოს დახურვის შედეგად მიღებული შემოსავლები;
დ) ძირითად საშუალებათა რეალიზაციით მიღებული თანხები, ხოლო ძირითად საშუალებათა უსასყიდლოდ მიწოდებისას საბაზრო ღირებულება შემოსავალში შეიტანება ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით;
ე) კომპენსირებული გამოქვითვები ამ კოდექსის 146-ე მუხლის მიხედვით;
ვ) პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ ბანკებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავლისა;
ი) პირისთვის ვალის ჩამოწერით მიღებული სარგებელი;
კ) ლიზინგით, უზუფრუქტით, იჯარით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით გაცემული ქონებიდან მიღებული შემოსავლები;
ლ) სხვა ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი.
2. საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებისას ერთობლივ შემოსავალში ასახვას ექვემდებარება ამ საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. ეს არ ეხება იმ სარეკლამო საქონლის უსასყიდლოდ გავრცელებას, მათ შორის, საცალო რეალიზატორის მეშვეობით, რომელსაც დამოუკიდებელი სამომხმარებლო მახასიათებლები არ გააჩნია და ძირითადი საქონლის/მომსახურების მიწოდების განუყოფელი ნაწილია.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

3. ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის გამოყენებით ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევის (სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენების) შედეგად მიღებული შემოსავალი აისახება ტურისტული საწარმოს ერთობლივ შემოსავალში.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

102-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
1. Income from economic activity shall be:

a) income from supplying goods/services;

b) surplus income from the sale of assets;

c) income received as a result of the restriction of economic activities or shutdown of an enterprise;

d) amounts received from the sale of fixed assets; in the case of gratuitous supplying of fixed assets the market value shall be included in the income under Article 111(7) of this Code;

e) reimbursed deductions under Article 146 of this Code;

f) interest income, other than interest income from funds deposited by a natural person with banks and other credit institutions on deposits and time deposits;

g) dividends;

h) royalty;

i) benefit from writing off a person’s debt;

j) income from the transfer of property by leasing, easement, renting, letting or in any other similar form;

k) income from other economic activity.

2. Where goods/services are delivered free of charge, the market price of such goods/services shall be included in gross income. This shall not apply to free dissemination of advertising goods, including through retail sellers, which have no independent consumer specifications and are an integral part of the supply of the primary goods/services.

3. (Deleted - No 5092, 13.5.2016)