+ მუხლი 101. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები / Article 101 - Salary income

1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
ა) ნებისმიერი სახეობის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოსაყენებლად მიღებისას – შესაბამისი საგადასახადო წლის დასაწყისისათვის ამ ავტომობილის საბალანსო ღირებულების 0,1 პროცენტი დაქირავებულის მიერ ავტომობილის კერძო სარგებლობის მიზნით გამოყენების ყოველი დღისათვის;
ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა;
გ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი;
დ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საცხოვრებლის სარგებლობაში გადაცემისას – საიჯარო ქირის წლიური საბაზრო ღირებულება (შესაბამისი პერიოდის პროპორციულად);
ე) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ან მის კმაყოფაზე მყოფთათვის განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად) – დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება;
ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას – ანაზღაურების თანხა;
ზ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ვალის ან ვალდებულების პატიებისას – ვალის ან ვალდებულების თანხა;

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

ზ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ვალის ან ვალდებულების პატიებისას – ვალის ან ვალდებულების თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფულადი მოთხოვნის იძულებითი გადახდევინების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გასაწევი ხარჯი აღემატება ფულადი მოთხოვნის თანხას;

თ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში ან საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის გადახდისას – დამქირავებლის მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ან სხვა თანხის მოცულობა;
ი) სხვა შემთხვევაში – სარგებლის საბაზრო ფასი ამ კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით.
3. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის:
ა) დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში;
ბ) წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

გ) დამქირავებლის მიერ საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე ან სამუშაო ადგილიდან საცხოვრებელ ადგილამდე დაქირავებულის ორგანიზებულად გადაყვანა, თუ ამის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით განხორციელება შეუძლებელია ან თუ მგზავრობა დაქირავებულის მიერ არაგონივრული ხარჯების გაწევას ან/და არაგონივრული დროის დახარჯვას საჭიროებს.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული თანხა მოიცავს აქციზს, დამატებული ღირებულების გადასახადს და სხვა გადასახადს, რომელიც უნდა გადაიხადოს დაქირავებულმა.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.


1. Salary income shall be any compensation or benefit received by a natural person as a result of employment, including income earned as a pension or in any other form from the previous employment, or income from future employment.

2. For the purposes of the first paragraph of this article, the value of the benefit shall be the amount specified below which is reduced by the amount paid by an employee to an employer at the time of receiving the benefit:

a) when receiving a motor vehicle for personal use – 0.1% of the carrying value of the motor vehicle at the beginning of the tax year concerned for each day of using the vehicle by the employee for private purposes;

b) where an employer issues a loan to an employee at an interest rate lower than the rate fixed by the Minister for Finance of Georgia – the amount corresponding to the interest payable at the interest rate fixed by the Minister for Finance of Georgia;

c) where an employer supplies, or gratuitously transfers, goods/services to an employee – the market price of such goods/services;

d) where an employer provides accommodation to an employee for use – the annual market value of the rental fee (in proportion to the period concerned);

e) where an employer assists an employee or his/her dependants to receive education (not including a training program directly related to the fulfilment of the employee’s obligations) – the value of the assistance rendered by the employer for the education;

f) where an employer reimburses an employee’s expenses – the amount of the reimbursement;

g) where an employer waives an employee’s debt or obligation – the amount of the debt or obligation, except when the expenses for taking measures under the legislation of Georgia for enforcing payment of a monetary claim exceeds the amount of the monetary claim.

h) where an employer pays an insurance premium or other amount for an employee’s life and health insurance or under any pension insurance contract – the amount of the insurance premium or other amount paid by the employer;

i) in other cases – the market value of the benefit under Article 18 of this Code.

3. Salary income shall not include:

a) reimbursement of business travel expenses paid to an employee within limits prescribed by the Ministry of Finance of Georgia;

b) reimbursement of entertainment expenses.

c) organised transportation of an employee from the place of residence to the place of work, or from the place of work to the place of residence by an employer if this cannot be done with the use of public transport, or if an employee needs to incur unreasonable expenses and/or spend unreasonable time to travel.

4. The amount specified in the second paragraph of this article shall include excise taxes, VAT and other taxes payable by an employee.

5. For the purposes of paragraph 2(b) of this article, the interest rate shall be determined by the Minister for Finance of Georgia.