+ მუხლი 100. ერთობლივი შემოსავალი / Article 100 - Gross income

1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
2. არარეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროებიდან მიღებული შემოსავლებისაგან.
3. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
4. ერთობლივ შემოსავალში ასახვას არ ექვემდებარება:
ა) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის იმ საწარმოს კაპიტალიდან აქტივების გამოტანა, რომლის წილის/აქციების 50 პროცენტზე მეტი სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაშია;

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;


ბ) სახელმწიფოსთვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ გადაცემა ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა;
გ) საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პროექტების (მათ შორის, მოსამზადებელი ეტაპის) განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ, რომლებთანაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაფორმებული აქვს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, ამ პროექტების ფარგლებში საქონლის სხვა პირებისათვის გადაცემა;
დ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ დაქირავებულისთვის გადახდილი ხელფასი, ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით;
ე) ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ძირითადი საშუალების მეიჯარისთვის დაბრუნება;

ვ) გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, აგრეთვე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მიღებული სარგებელი;

N3581-IIს მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან

ვ) გადასახადის გადამხდელთან გაფორმებული საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით, აგრეთვე ამ კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლებით მიღებული სარგებელი;“.

1182-IIს 13/07/2017 მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ვ1) საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე მოსაკრებლის თანხის და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირებით მიღებული სარგებელი;

ზ) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;

5491-IIს 29/06/2016

ზ) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივსა და მის წევრთა (მეპაიეთა) შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად მიღებული, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის   მიწოდება ან/და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;


თ) საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდებული უძრავი ქონების (მათ შორის, მიწის ნაკვეთის) საბაზრო ღირებულება, თუ ქონების მიმღები ორგანიზაცია ქველმოქმედებას ახორციელებს ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის ან/და მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არანაკლებ ბოლო 3 კალენდარული წლის განმავლობაში.

4088-რს 04/08/2015

ი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე გადახდილი ხარჯების ანაზღაურება, გარდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისათვის გადახდილი ხარჯების ანაზღაურებისა.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

კ) ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის გამოყენებით ტურისტული საწარმოს მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევის (სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენების) შედეგად მიღებული შემოსავალი − ფიზიკური პირისთვის.

1182-IIს 13/07/2017 მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე

ლ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებელი ორგანიზაციის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდება.
1. The gross income of a resident shall consist of the income earned from a source located in and outside Georgia.

2. A non-resident’s gross income shall consist of the income earned from a Georgian source.

3. Gross income shall be income earned in any form and/or through any activity, namely:

a) salary income;

b) income earned from economic activity, which is not related to employment;

c) other income not related to employment and economic activity.

4. The following shall not be included into the gross income:

a) (Deleted - No 5092, 13.5.2016)

b) gratuitous transfer of goods and/or gratuitous delivery of services to the State and/or local self-government;

c) transfer of goods to other persons, within the framework of the projects (including preparatory stage) provided for in the international treaties ratified by the Parliament of Georgia, by legal persons under public law carrying out those projects and with which the Ministry of Finance has signed an agreement on the implementation of the projects;

d) salary paid by an entrepreneur natural person having the status of a small business to an employee, taking into account Article 94(4)(a) of this Code;

e) return of a fixed asset to a lessor in the cases provided for in Article 115(4)(b) of this Code;

f) benefit received by reducing taxes and/or penalties under a tax agreement made with a taxpayer, writing off tax arrears, and by exempting from tax penalties on the basis of Article 269(7) of this Code;

g) supply of agricultural produce made in Georgia as a result of agricultural activity between an agricultural cooperative and its members (shareholders) and/or provision of services related to such activity before 1 January 2018;

h) market value of the immovable property (including land) supplied free of charge to a charitable organisation, if the organisation receiving such property has been providing charitable activities for at least the last three calendar years to persons with a disability since childhood and/or severe and persistent disabilities;

j) income earned by a tour company as a result of providing hotel services with the use of hotel assets/part of assets in possession of a natural person (using them as hotel rooms/apartments) – for a natural person.