‰ მუხლი 099. გადასახადისაგან გათავისუფლება / Article 99 - Tax exemption

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

1. მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება:

ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული მოგების გარდა;

ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;

დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება;

ე) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება;

ვ) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;

ზ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან, ფინანსური მომსახურებიდან ან/და საქართველოს არარეზიდენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება;

თ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება;

ი) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება;

კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;

ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება;

მ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება ან მოგების განაწილება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;

ნ) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;

ო) საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებით ან/და ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება ან მოგების განაწილება, თუ საინვესტიციო ფონდი საერთაშორისო ფინანსური კომპანიაა;

პ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაცემული ქონების ან უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება;

ჟ) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება);

რ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით;

ს) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება;

ტ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა) განაწილება;

უ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობიდან მიღებული მოგება;

ფ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება;

ქ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილება;

ღ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით);

ყ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან მიღებული პროცენტებიდან მიღებული მოგების განაწილება.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის სასტუმრო მომსახურების (გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო მომსახურებისა) სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებული მოგების თანხის იდენტიფიცირებისათვის ითვლება, რომ საწარმოს მიერ დივიდენდის განაწილებისას პირველ რიგში ეს თანხა გაიცემა.“.


1. მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:
ა) საბიუჯეტო, საერთაშორისო ან/და საქველმოქმედო ორგანიზაციების მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა;
ბ) ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტები, საწევრო შენატანები და შემოწირულებები;
ბ 1) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის შენატანი (პაი);

5503-IIს 12/07/2016

ბ2) ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის მიერ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიღებული გრანტები;
გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მოგება;
დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება;
ე) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 200 000 ლარს;
ვ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირებაც ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში;
ვ1) 2017 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება;
ზ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან ან/და საქართველოს არარეზიდენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;
თ) საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება;
ი) თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის რეალიზაციით მიღებული მოგება;
კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე;
ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;
მ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და აღნიშნული ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით;
ნ) (ამოღებულია – 13.10.2011, №5120);
ო) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება;
პ) საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებით ან/და ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება, თუ საინვესტიციო ფონდი არის საერთაშორისო ფინანსური კომპანია;
ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის სახელმწიფოს ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაცემული ქონების ან უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების ღირებულება;
რ) სამედიცინო დაწესებულების (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების ის ნაწილი, რომლის რეინვესტირება (დაწესებულების რეაბილიტაცია, ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა) ხორციელდება შესაბამისი საგადასახადო წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში;
ს) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება;
ტ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგება;

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

24. 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის “ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ - ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს.
25. ამ მუხლის 24 - ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი.
26. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის ან/და სეზონურობის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადაიხდება:
ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა;
ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა;
გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა;
დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 იანვრისა.
შენიშვნა: ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
28. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ისე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლ ებელია არ იყოს უწყვეტი.
29. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში:
ა) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი პირი – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
ბ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საშემოსავლო გადასახადზე ამ კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება;
გ) ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
30. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ამ მუხლის 24- ე ნაწი ლით გათვალისწინებული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ამ ქონება ს იმავე სახის საქმიანობაში იყენებს:
ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის მიხედვით გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან;
ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, მოიჯარე – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისა გან.
31. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა და საგადასახადო ანგარიშგების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
32. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა.



მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

17 . ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალ მესაკუთრეზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-11 ნაწილის „ გ “ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ტ “ ქვეპუნქტის ა და მე-2 ნაწილის და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ხ “ ქვეპუნქტის დებულებები.
18 . ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ ტ “ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის მე-17 ნაწილით დადგენილი შეღავათები არ მოქმედებს, თუ ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი ან ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ ინვესტიციის ფარგლებში აშენებული სასტუმროს გასხვისების შემთხვევაში ახალი მესაკუთრე აღარ უზრუნველყოფს სასტუმროს ფუნქციონირებას.

უ) ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ მიღებული მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) ღირებულება;
ფ) აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირები ს მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგება, გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა;
ქ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობით მიღებული მოგება, გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა;
ღ ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სკოლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობი დან მიღებული მოგება ;



მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

44. ამ კოდექსის 153-ე მუხლის 3-1  ნაწილის, 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტებისა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ამ კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტისა და 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2005 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ხოლო ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდეს 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ყ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი;

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

41. 2005 წლის 1 იანვრის შემდგომი საგადასახადო პერიოდის/ პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას თავდებობისა და სერვიტუტის მიმართ დაბეგვრის რეჟიმი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ხ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტისა და 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით. ამ ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება ამავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.

შ ) ტურისტული საწარმოს მიერ სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული სარგებელი;
ჩ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად წარმოშობილი შემოსავალი (უსასყიდლოდ გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი) და სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი;
ც) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგება;

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

57. ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ“ და „ჰ1 “ ქვეპუნქტების, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც“ ქვეპუნქტის, 153-ე მუხლის 5-1 ნაწილის, 156-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 171-ე მუხლის 1-1 ნაწილის, 176–1 მუხლის მე-2 ნაწილის, 205-ე მუხლის 10-1 ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ-4 “ ქვეპუნქტისა და 272-ე მუხლის 3-1 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებენ ელექტროენერგიის განაწილების საქმიანობას.
ძ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგება.

4037-რს ამოქმედდეს 2016 წლის 1 იანვრიდან

წ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით).

2. ამ მუხლის მიზნებისთვის სასტუმრო მომსახურების (გარდა ამ კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე ნაწილის „დ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასტუმრო მომსახურებისა) სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

1. The following shall be exempt from profit tax:

a) profits of budgetary, international and/or charitable organisations, other than profit gained from economic activity;

b) grants, membership dues and donations received by an organisation;

c) profits of the National Bank of Georgia;

d) profits from the sale of crosses, candles, icons, books and calendars used by the Patriarchate of Georgia for religious purposes;

e) profits earned by a person engaged in agricultural production from the primary supply of agricultural products made in Georgia before their industrial processing (changing of commodity code) before 1 January 2018 or distribution of profit, and expenses incurred/disbursements made within the scope of the same activity that are provided for in Article 97(1)(b-d) of this Code if the income gained from such supply during a calendar year does not exceed GEL 200 000;

f) profits earned by an agricultural cooperative from a primary supply of agricultural products made in Georgia before their industrial processing (changing their commodity code) before 1 January 2018 or distribution of profit, and expenses incurred/disbursements made within the scope of the same activity that are provided for in Article 97(1)(b-d) of this Code;

g) profit or distribution of profit earned by an international financial company from financial transactions, financial services and/or from sale of securities issued by a non-resident in Georgia;

h) profit or distribution of profit earned from the sale of securities issued by an international financial company;

i) profit or distribution of profit earned from the sale of negotiable securities;

j) income earned by a non-resident from a Georgian source based on the risk insurance and reinsurance by a company, organisation and/or entrepreneur natural person;

k) income earned by non-residents from leasing out property that does not belong to the non-resident’s permanent establishment in Georgia;

l) profit or distribution of profit earned from the sale of debt securities of the state, of the National Bank of Georgia, or of an international financial institution and profit in the form of interests received from those securities, as well as profit or distribution of profit earned from the interest accrued to the funds placed on the accounts with the National Bank of Georgia. The list of international financial institutions shall be compiled by ordinance of the Government of Georgia;

m) profit or distribution of profit earned by a FIZ Enterprise from business permitted within the Free Industrial Zone, and expenses incurred/disbursements made within the scope of the same activity that are provided for in Article 97(1)(b-d) of this Code;

n) profit or distribution of profit earned by an investment fund from the supply of financial instruments and/or from financial transactions and/or financial services, provided the investment fund is an international financial company;

o) the value of property transferred or services gratuitously delivered by the state and/or municipality authorities to legal entities under public law and to non-entrepreneurial (non-commercial) higher education legal entities founded by the state;

p) profit (distribution of profit) earned from the supply of information technologies outside Georgia developed by a legal entity of a virtual zone;

q) distribution of profit earned by a tourist zone entrepreneur from the delivery of hotel services up to 1 January 2026, and expenses incurred/disbursements made within the scope of the same activity that are provided for in Article 97(1)(b-d) of this Code;

r) distribution of profit earned by persons from organising a gambling club, a slot machine saloon, a betting house (except for the profit earned by them from organising games in a systemic-electronic form).

s) distribution of profit earned by a special trading company from the conduct of permitted activities (except for the profit earned by the company from the supply of a fixed asset used by the company for its economic activity for over two years);

t) profit earned from general educational activity by a LEPL public school duly authorised by the Minister for Education and Science of Georgia;

u) distribution of profit earned by a person under a bankruptcy regime after commencement of bankruptcy proceedings under the procedure established by the Law of Georgia on Insolvency Proceedings;

v) distribution of profit from compensation received in return for the property confiscated under Article 21 of the Constitution of Georgia;

w) distribution of profit earned by a high-mountain settlement enterprise from an activity carried out in the same high-mountain settlement, and expenses incurred/disbursements made within the scope of the same activity that are provided for in Article 97(1)(b-d) of this Code – for 10 years after being granted the relevant status (including the calendar year when the status was granted);

x) distribution of profit gained from the interest earned from a financial institute certified under the legislation of Georgia.

2. For the purposes of this article, the types of hotel services (except for the hotel services under Article 8(33)(d.d) of this Code) shall be determined by the Government of Georgia.

3. For the identification of the amount of profit exempt from profit tax under paragraph 1 of this article it shall be deemed that this amount is to be paid first when a dividend is distributed by an enterprise.