☼ მუხლი 095. მცირე და მიკრო ბიზნესის საგადასახადო კონტროლი / Article 95 - Tax control over small and micro businesses

1. საგადასახადო ორგანოებმა მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიმართ შეიძლება განახორციელონ მიმდინარე საგადასახადო კონტროლის შემდეგი ღონისძიებები:
ა) საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვა;
ბ) დათვალიერება;
გ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვა;
დ) ქრონომეტრაჟი;
ე) ინვენტარიზაცია.
2. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის შემოსავლები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

1. Tax authorities may conduct the following current tax control measures with respect to persons having the status of small and micro businesses:

a) test purchase of goods/services;

b) visual inspection;

c) checking the observance of rules for the use of cash registers;

d) time study;

e) stocktaking.

2. A tax authority may determine the income of a person having the status of micro business by indirect methods in accordance with the procedures established by the Minister for Finance of Georgia.