☼ მუხლი 095.-4 ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება / Article 95-4 - Granting the status of a flat tax payer

1. პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 95-1  მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მიზნით განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს და გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე, რისთვისაც გაიცემა ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატი.
2. პირს უფლება აქვს, გადავიდეს ფიქსირებული გადასახადით დაბეგვრის რეჟიმზე საანგარიშო წლის ნებისმიერ თვეს. ამასთანავე, პირი ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონედ და, შესაბამისად, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად ითვლება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
3. ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

1. A person who meets the requirements of Article 951 of this Code may apply to a tax authority for the status of a flat tax payer and move to a flat tax regime, for which a certificate of a flat tax payer is issued.

2. A person may move to a flat tax regime in any month of the reporting year. At the same time, a person shall be deemed to have the status of a flat tax payer and, accordingly, to be a flat tax payer from the first day of the month following the month in which the person is granted the status of a flat tax payer.

3. The procedures for granting and revoking a flat tax payer status and issuing a flat tax payer certificate shall be determined by order of the Minister for Finance of Georgia.