☼ მუხლი 095.-3 ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი / Article 95-3 - Flat tax rate

1. ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საქმიანობის სახეების მიხედვით შეიძლება იყოს:
ა) დაბეგვრის ობიექტზე − 1 ლარიდან 2000 ლარის ფარგლებში;
ბ) დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3 პროცენტი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიქსირებული გადასახადის განაკვეთს საქმიანობის სახეების მიხედვით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა აღნიშნული ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი ერთი და იმავე საქმიანობის სახისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით განსაზღვროს განსხვავებული ფიქსირებული გადასახადის განაკვეთი.

4680-რს 2016 წლის 1 იანვრიდან

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმიანობის ადგილის მიხედვით გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის პირობებს და სახეებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.


1. A flat tax rate according to the types of activity determined by the Government of Georgia may be:

a) from GEL 1 to GEL 2 000 for an object of taxation;

b) 3% of the revenues from taxable activity.

2. In the cases provided in paragraph 1(a) of this Article, a flat tax rate according to types of activity shall be determined by the Government of Georgia to the extent of the amount determined by that subparagraph. At the same time, the Government of Georgia may determine different flat tax rates according to local self-governing units for the same types of activities taxable at a flat tax rate.

3. In the case provided for in paragraph 1(b) of this article conditions and types of taxable activities according to the place of business shall be determined by the Government of Georgia.