☼ მუხლი 095.-1 ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი / Article 95-1 - Flat tax payers

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი შეიძლება იყოს პირი, რომელიც არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი და ახორციელებს ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ ერთ ან ერთზე მეტ საქმიანობას.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

24. 2015 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „ ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის “ 55.2 კოდით გათვალისწინებულ საქმიანობას, კერძოდ, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემას, საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის შემთხვევაში იბეგრება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით, თუ იგი ნებაყოფლობით არ არის რეგისტრირებული დღგ - ის გადამხდელად ან ამ საქმიანობის ნაწილში ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული ოპერაციების საერთო თანხა არ აღემატება 100 000 ლარს.
25. ამ მუხლის 24 - ე ნაწილით გათვალისწინებული საქმიანობის ნაწილში ფიზიკური პირისთვის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტად განიხილება მოკლე ვადით გაცემისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ადგილის ფართობი.
26. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დაბეგვრის ობიექტის (ოთახის) მიხედვით და შეადგენს კალენდარულ თვეში 10 ლარს 1 კვადრატულ მეტრზე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, დაბეგვრის ობიექტის ადგილმდებარეობის ან/და სეზონურობის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შეამციროს ან/და გაზარდოს ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი.
27. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადაიხდება:
ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 აპრილისა;
ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 ივლისისა;
გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა;
დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე – არაუგვიანეს 15 იანვრისა.
შენიშვნა: ამასთანავე, დარიცხული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადი შემდგომ გადაანგარიშებას არ ექვემდებარება.
28. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლა ხორციელდება გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდი შეიძლება მოიცავდეს როგორც სრულ კალენდარულ წელს, ისე ერთ ან მეტ კალენდარულ თვეს, რომელიც შესაძლ ებელია არ იყოს უწყვეტი.
29. ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში:
ა) ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გამცემი პირი – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
ბ) ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილში საშემოსავლო გადასახადზე ამ კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათები არ გაითვალისწინება;
გ) ფიზიკური პირი თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან.
30. თუ ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ამ მუხლის 24- ე ნაწი ლით გათვალისწინებული ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაცემულია იჯარით და მოიჯარე ამ ქონება ს იმავე სახის საქმიანობაში იყენებს:
ა) მოიჯარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის მიხედვით გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისაგან;
ბ) მოიჯარის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემასთან დაკავშირებით დაქირავებული პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან, შესაბამისად, მოიჯარე – საგადასახადო აგენტის ვალდებულებისაგან;
გ) მოიჯარე საქმიანობის ამ ნაწილში თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისა გან.
31. ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა და საგადასახადო ანგარიშგების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
32. დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის პერიოდში ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა.



A fixed tax payer may be a person who is not a VAT payer and who conducts one or more activities subject to a fixed tax.