☼ მუხლი 094. მცირე და მიკრო ბიზნესის მიმდინარე გადასახდელები და გადასახადის წყაროსთან დაკავების წესი / Article 94 - Current taxes of small and micro businesses and procedure for withholding at source

1. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი არ იხდის მიმდინარე გადასახდელებს.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებულია მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანოს გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;
ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;
გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;
დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
3. მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში.
4. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება არ ევალება:
ა) კალენდარული წლის განმავლობაში ერთობლივი შემოსავლის 25 პროცენტის ფარგლებში გაცემული ხელფასის ხარჯზე;
ბ) მიღებული მომსახურების ანაზღაურების შემთხვევაში.

1. A natural person having the status of a micro business shall not pay current taxes.

2. An entrepreneur natural person having the status of a small business shall pay current taxes to the budget according to the annual tax paid during the previous tax year in the following amounts:

a) by not later than 15 May – 25%;

b) by not later than 15 July – 25%;

c) by not later than 15 September – 25%;

d) by not later than 15 December – 25%.

3. A natural person having the status of micro business shall not withhold tax at source if paying for the services received.

4. An entrepreneur natural person having the status of a small business shall not withhold tax at source:

a) for salary paid, which is 25% of the gross income received during a calendar year;

b) when paying for the services received.