☼ მუხლი 093. მიკრო და მცირე ბიზნესის დეკლარაციის წარდგენა / Article 93 - Filing micro and small business tax returns

1. გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლში აღნიშნული შემთხვევებისა, საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე დეკლარაციას წარუდგენენ:
ა) მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი;
ბ) მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი.

2391-IIს

1​-1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის საგადასახადო დეკლარაციის საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენა და გადასახადის გადახდა ხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
2. მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას.
3. (ამოღებულია – 20.12.2011, №5556).
4. მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების მიერ დეკლარაციის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

1. Except as provided for by Article 26 of this article, before 1 April of the year following a tax year, tax returns shall be filed with a tax authority according to the place of tax registration by:

a) a natural person having the status of micro business;

b) an entrepreneur natural person having the status of a small business.

2. If a natural person having the status of a micro or small business terminates economic activities in Georgia, it shall file a tax return with a tax authority within 30 business days.

3. (Deleted - No 5556, 20.12.2011)

4. Tax return filing procedures for persons having the status of micro or small business shall be prescribed by order of the Minister for Finance of Georgia.