☼ მუხლი 092. მცირე ბიზნესის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია / Article 92 - Registration of a small business as a VAT payer

1. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც დაუდგა დამატებული ღირებულების გადასახადი ს გადამხდელის სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება, ამ კოდექსის 157-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში და გამოდის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმიდან.
2. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების დადგომისას ვალდებულია აღრიცხოს ამ მომენტისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი.
3. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთზე მიიღოს დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ამ კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად, თუ არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია.

1. An entrepreneur natural person having the status of a small business who has become liable for mandatory registration as a VAT payer shall pass registration under Article 157 of this Code and shall be removed from special tax treatment.

2. When an entrepreneur natural person having the status of a small business becomes liable for mandatory registration as a VAT payer, he/she shall record the inventory balance available at that moment.

3. Upon registration as a VAT payer, an entrepreneur natural person having the status of a small business may obtain a VAT deduction for the inventory balance referred to in the second paragraph of this article as provided for by this Code, provided relevant documents are available.