¼ მუხლი 081. გადასახადის განაკვეთი / Article 81 - Tax rate

ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით.

N3581-IIს მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან

1. ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

N3581-IIს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების ნაწილში) ამოქმედდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის დასადგენად ბრძანების გამოცემისთანავე. (სსკ 309-85 მუხლის მიხედვით საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის დასადგენად ბრძანების გამოცემა.)

2. საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება.

4680-რს 2016 წლის 1 იანვრიდან

2. საცხოვრებელი ფართობის ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე ან ფიზიკურ პირზე საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შედეგად იმ ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ შემოსავლიდან გამოქვითვებს არ ახორციელებს, 5 პროცენტით იბეგრება.

N3581-IIს მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 იანვრიდან

3. ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ბინის (სახლის) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი 5 პროცენტით იბეგრება.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისათვის აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი განისაზღვრება ამ კოდექსის 82-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისათვის საცხოვრებელი ფართობის გამქირავებელ პირთა რეესტრის წარმოების და საცხოვრებელი ფართობის იურიდიულ პირებზე გამქირავებელი პირების მიერ საგადასახადო შეღავათით სარგებლობის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

38. 2008 წლის 1 იანვრამდე დარიცხული და გაუცემელი ხელფასები იბეგრება საშემოსავლო გადასახადის 12 -პროცენტიანი განაკვეთით .

სსკ 309-85 N3581-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

85. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2016 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესის დასადგენად ბრძანების გამოცემა.

1. A natural person's taxable income shall be taxed at the rate of 20%, unless otherwise provided for by this Code.

2. As a result of renting out the residential space to an organisation, legal or a natural person for residential purposes, the income received by a natural person who makes no deductions from this income shall be taxed at the rate of 5%.

3. Surplus income gained by a natural person from the provision of a residential apartment (house) and of the land attached to it, or from the provision of a vehicle, shall be taxed at the rate of 5%.

4. For the purposes of paragraph 3 of this article, surplus income received from the provision of assets shall be determined according to Article 82(4)(b) of this Code.

5. For the purposes of paragraph 2 of this article, the procedure for the maintenance of the register of persons renting out the residential space and for the enjoyment of tax privileges by persons renting out the residential space to legal persons shall be established by the Minister of Finance of Georgia.

(This article shall, in relation to persons renting out the residential space under paragraph 2 of this article, become effective upon issuance of an order to establish the procedure provided for under Article 81(5) of the Tax Code of Georgia)

(Except for persons renting out the residential space under paragraph 2 of this article to legal persons, this article shall apply to legal relations arising from 1 January 2015)