¼ მუხლი 080. დაბეგვრის ობიექტი / Article 80 - Object of taxation

1. რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
2. საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით საქმიანობის განმახორციელებელი არარეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მუდმივ დაწესებულებასთან დაკავშირებულ, საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
3. არარეზიდენტი ფიზიკური პირის ერთობლივი შემოსავალი, რომელიც დაკავშირებული არ არის საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებასთან, იბეგრება ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელიც შემოსავალს იღებს ქონების რეალიზაციით, არის საშემოსავლო გადასახადის გადამხდელი კალენდარული წლის განმავლობაში საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული ერთობლივი შემოსავლიდან, რომელიც მცირდება ამ პერიოდისათვის ასეთი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული გამოქვითვების თანხებით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქონების რეალიზაციით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება:
ა) რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
ბ) ამ კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილში აღნიშნული აქტივების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი;
გ) ამ კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ან „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი;
დ) სხვა ქონების რეალიზაციით მიღებული ნამეტი.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

16. ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში პირისთვის საშემოსავლო/ მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში არის ამ საქმიანობის მიხედვით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი, რომელიც იბეგრება 5%-იანი განაკვეთით და ექვემდებარება დეკლარირებასა და გადახდას საშემოსავლო/მოგების გადასახ ადისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
1. A resident natural person shall be taxed an income tax with respect to his/her taxable income, which is the difference between the total income earned during a calendar year and deductions under this Code for that period.

2. A non-resident natural person conducting business through a permanent establishment in Georgia shall be taxed an income tax with respect to his/her taxable income, which is the difference between the total income earned during a calendar year from a Georgian source related to the permanent establishment and deductions under this Code for that period.

3. The gross income of a non-resident natural person that is not related to his/her permanent establishment in Georgia shall be taxed under Article 134 of this Code at source without deductions, except as provided for by the fourth paragraph of this article.

4. A non-resident natural person who receives income from the sale of property shall pay income tax with respect to the gross income earned during a calendar year from a Georgian source that is reduced by the deductions related to the receipt of such income for that period.

5. The income from the sale of property provided for by the fourth paragraph of this article shall be:

a) surplus gained from the sale of ordinary shares of a resident legal entity or from the sale of a partner's share;

b) surplus income earned from the assets referred to in Article 8(21) of this Code;

c) surplus gained from the sale of the property used for the economic activity provided for in Article 104(1)(k) or (l) of this Code;

d) surplus gained from the sale of other property.