● მუხლი 078. განსაკუთრებული პირობების შედეგად განადგურებული და დაზიანებული აქტივების ჩამოწერა / Article 78 - Writing off assets destroyed and damaged as a result of special conditions

1. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას პირს (გადასახადის გადამხდელს) უფლება აქვს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოქვითოს:
ა) საომარი მოქმედებების შედეგად განადგურებული და დაზიანებული ფასეულობა, რომელმაც დაკარგა ღირებულება ან რომელსაც შეუმცირდა ღირებულება, – შემცირებული ღირებულების ოდენობით;
ბ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული აქტივების ღირებულება, ხოლო თუ პირი იბრუნებს შესაძლებლობას, ამ აქტივების მიმართ განახორციელოს მესაკუთრის ან/და მოსარგებლის უფლებამოსილება, იგი ვალდებულია აქტივების ღირებულება შეიტანოს თავის ერთობლივ შემოსავალში.
2. აქტივების ჩამოწერის შესახებ გადასახადის გადამხდელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს განცხადებას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით.

1. During the operation of special conditions, a person (taxpayer), under the decision of the Council of Tax Appeals of the Ministry of Finance of Georgia, may deduct:

a) valuables destroyed and damaged as a result of hostilities whose value has been lost or reduced – the amount of the reduced value;

b) the value of the assets located in the occupied territories, and if a person regains the possibility to exercise the owner’s and/or user’s rights to such assets, he/she must include the value of the assets in his/her gross income.

2. A taxpayer shall file an application for writing off assets with the Ministry of Finance of Georgia in the form prescribed by the Minister for Finance of Georgia.