● მუხლი 075. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადება / Article 75 - Postponing the filing of tax returns/computations during the operation of special conditions

1. განსაკუთრებული პირობების მოქმედებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია გააგრძელოს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადები.
2. საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ბრძანება უნდა ითვალისწინებდეს საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების წესს, ფორმასა და პროცედურებს. ბრძანება უნდა მოიცავდეს:
ა) იმ გადასახადის გადამხდელთა განსაზღვრის პირობებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების კრიტერიუმებს;
ბ) გადასახადებს, რომლებზედაც გავრცელდება საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადება;
გ) პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც გადასახადის გადამხდელები ამ მუხლის საფუძველზე შეძლებენ საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენის გადავადების მოთხოვნას და გადავადების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

1. During the operation of special conditions, the Minister for Finance of Georgia may extend the deadlines set by the legislation of Georgia for filing tax returns/computations.

2. If the decision is made to extend the deadlines for filing tax returns/computations, the order of the Minister for Finance of Georgia referred to in Article 74(4) of this Code shall be made in compliance with the rules, form and procedure for extending the deadline for filing tax returns/computations. The order shall include:

a) conditions for determining those taxpayers that meet the criteria for the extension of the deadline for filing tax returns/computations;

b) taxes to which the extension of the deadline for filing tax returns/computations applies;

c) procedures, under which taxpayers can request the extension of the deadline for filing tax returns/computations under this article and appeal the decisions on granting the right of extension.