● მუხლი 074. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას განსაკუთრებული პირობების შემოღება და მათი მოქმედების ვადა / Article 74 - Introduction and duration of special conditions in the case of martial law or state of emergency

1. საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას საქართველოს ფინანსთა მინისტრს შეუძლია გამოსცეს ბრძანება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ. ბრძანებაში მიეთითება განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.
2. თუ განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადა თავდაპირველად 90 დღეზე ნაკლები იყო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 90 დღემდე. განსაკუთრებული პირობების მოქმედების ვადის 90-ზე მეტ დღემდე გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.

1. If martial law or a state or emergency is declared, the Minister for Finance of Georgia may issue an order introducing special conditions across the whole territory of Georgia or in any part of it. The order shall indicate the duration of the special conditions, which must not exceed 90 days.

2. If the duration of special conditions was originally less than 90 days, by resolution of the Government of Georgia the term may be extended up to 90 days. The duration of special conditions may be extended for up to more than 90 days only by resolution of the Government of Georgia.