√ მუხლი 072​.-1 საგადასახადო დოკუმენტი

1. საგადასახადო დოკუმენტი (შემდგომ − სდ) არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომელიც გამოიწერება:

ა) ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას;

ბ) საქონლის მიწოდებისას;

გ) მომსახურების გაწევისას.

2. სდ-ის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა.

3. დღგ-ის გადამხდელისათვის სდ არის დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტი.

4. სდ-ის გამოწერის/გამოუწერლობის შემთხვევაში დგება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რომელიც შესაბამის შემთხვევაში დადგებოდა სასაქონლო ზედნადების ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერისას/ გამოუწერლობისას.

5. სდ-ის გამოწერისა და წარდგენის წესის დარღვევისას გამოიყენება შესაბამისად სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერისა და წარდგენის წესთან დაკავშირებული სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული პასუხისმგებლობის ზომები.

6. სდ შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით.

7. სდ-ის გამოწერისა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.