√ მუხლი 068. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელება / Article 68 - Extending deadlines for filing tax returns

წლიური საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადა გრძელდება 3 თვით, თუ პირს გადახდილი აქვს დასადეკლარირებელი პერიოდის მიმდინარე გადასახდელები (ან არა აქვს მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება) და საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გასვლამდე წერილობით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ვადის გაგრძელების თაობაზე. საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელებით არ იცვლება გადასახადის გადახდის ვადა.

The deadline for filing annual income, profit or property tax returns shall be extended for three months if a person has paid the current taxes for the period subject to declaration (or has no obligation to pay current taxes) and applies in writing to a tax authority for an extension of the deadline before the filing deadline expires. An extension of the deadline for filing tax returns shall not affect the deadline for tax payment.