٭ მუხლი 066. გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა / Article 66 - Registration as a taxpayer

1. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათ თვის საიდენტიფიკაციო ნომრებ ის მინიჭების მიზნით.

2. გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას), გარდა იმ პირებისა, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

5144-IIს ამოქმედდეს 19/06/2016

2. გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო რეგისტრაციას (აღრიცხვას) ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ამ პირებისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3. უცხოური საწარმოს ფილიალის, რომელიც ექვემდებარება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას, საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება ხორციელდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ფილიალის რეგისტრაციასთან ერთად. ამასთანავე, თუ აღნიშნული უცხოური საწარმო იმყოფებოდა საგადასახადო აღრიცხვაზე ფილიალის რეგისტრაციამდე და საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული ჰქონდა საიდენტიფიკაციო ნომერი ან თუ ორი და ორზე მეტი ფილიალი დარეგისტრირდა, პირველად მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი უცვლელი რჩება.
4. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა) უფლებამოსილი არიან საქართველოში გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების დადგომისას, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის პროცედურების გავლის გარეშეც, მოქალაქის პირადობის მოწმობაში, პირადობის ნეიტრალურ მოწმობაში ან ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი (საიდენტიფიკაციო ნომერი) მიუთითონ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირებისას და საბანკო დაწესებულებებში გადასახადის გადახდისას. საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირის საგადასახადო აღრიცხვა ხორციელდება მათი საგადასახადო დეკლარაციებ ის ან/და ბანკში წარდგენილი, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საგადახდო დავალებებ ის მონაცემების საფუძველზე.
5. საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს (მათ შორის, მეწარმე ფიზიკურ პირს) საიდენტიფიკაციო ნომრად მიენიჭება ამავე პირის მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი, ხოლო პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირს – ამავე მოწმობაში/დოკუმენტში აღნიშნული პირადი ნომერი.
6. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო ნომერია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანოს მიერ მინიჭებული 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.
7. საიდენტიფიკაციო ნომერი მუდმივია და მისი შეცვლა ან განმეორება აკრძალულია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. საწარმოს/ორგანიზაციის, მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა) ხორციელდება იურიდიული მისამართის (ადგილსამყოფლის) მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირისა – მის მიერ განცხადებული საცხოვრებელი/საქმიანობის ადგილის მიხედვით.
9. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი მიუთითოს საგადასახადო დეკლარაციაში, საგადასახადო ორგანოსთან მიმოწერისას და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ სხვა დოკუმენტებში.
10. საგადასახადო ორგანო ვალდებულია ამ კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოჩენისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოს პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა).

1. A Georgian citizen natural person, as well as a person having a neutral ID or a neutral travel document, other than the person whose income is withheld at the source or who is tax exempt, shall apply to a tax authority for an identification number before starting any economic activity.

2. Tax registration of taxpayers shall be carried out by the tax authorities under the procedure established by the Minister for Finance of Georgia. This procedure shall not apply to persons whose registration under the legislation of Georgia is performed by the Legal Entity under Public Law operating under the Ministry of Justice of Georgia – the National Agency of Public Registry. The procedure and conditions for assigning the identification number to these persons shall be defined by an order of the Minister of Justice of Georgia.

3. A branch of a foreign enterprise that is subject to registration with the Register of Entrepreneurs and Non-entrepreneurial (Non-commercial) Legal Entities shall be registered for tax purposes and issued an identification number by the National Agency of Public Registry at the moment of the registration of the branch. At the same time, if the said foreign enterprise was registered for tax purposes before the registration of the branch and was issued an identification number by a tax authority or if two or more branches have been registered, the identification number first issued shall remain intact.

4. If the obligation to pay taxes and/or file tax returns arises in Georgia, a Georgian citizen natural persons, as well as persons having a neutral ID or a neutral travel document (other than an entrepreneur natural person) may indicate, even without completing tax registration procedures with the tax authority, their personal number (identification number) indicated in their identity card, neutral ID or in a neutral travel document when filing a return in respect of the incurred tax liabilities and when paying taxes at banking institutions. Such natural persons, as well as person having a neutral ID or a neutral travel document shall be registered for tax purposes based on the details of their tax returns and/or payment orders presented to the bank that evidence the payment of taxes.

5. A Georgian citizen natural person (including an entrepreneur natural person) shall be issued the personal number indicated in his/her ID card as an identification number, and the person having a neutral ID or a neutral travel document, the personal number indicated in such ID/travel document.

6. The identification number of a natural person who is not a Georgian citizen shall be the 9-digit identification number issued by the authority as determined under the legislation of Georgia.

7. An identification number shall be permanent and may not be changed or repeated, unless otherwise provided by the legislation of Georgia.

8. Tax registration of an enterprise/organisation, an entrepreneurial entity and a non-entrepreneurial (non-commercial) legal entity shall be performed according to the legal address; tax registration of a natural person shall be performed according to his/her declared place of residence/business.

9. A taxpayer shall indicate its taxpayer identification number in a tax return, in correspondence with a tax authority and in any other documents as determined by the tax legislation of Georgia.

10. In detecting a tax offence specified in Article 273 of this Code, a tax authority shall ensure the person’s tax registration as prescribed by the Minister for Finance of Georgia.