٭ მუხლი 063. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება / Article 63 - Refunding overpaid amounts

1. თუ გადასახადის გადამხდელის გადასახადების ან/და სანქციების გადახდილი თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხას, საგადასახადო ორგანო:
ა ) ზედმეტად გადახდილ თანხას ჩაუთვლის მომავალი საგადასახადო ვალდებულების ანგარიშში ;
ბ) გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე ამ მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
2. გადასახადის გადამხდელის მიმართვის საფუძველზე ცალკეული გადასახადის/სანქციის მიხედვით ზედმეტად გადახდილი თანხა გადაიტანება სხვა სახის გადასახადში/სანქციაში საგადასახადო ორგანოს მიერ ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით.

N3581-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 დეკემბრიდან.

1. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

2. თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხა აღემატება აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხას, საგადასახადო ორგანო ზედმეტად გადახდილ თანხას შემდგომ დარიცხული და აღიარებული საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართავს.



3. ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხა გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოში განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა:
ა) დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქონლის ექსპორტისას ან/და ამ კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად ამორტიზაციას დაქვემდებარებული ძირითადი საშუალების შეძენისას ან/და იმპორტისას;
ბ) ამ კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-4 ჯგუფით გათვალისწინებული ძირითადი საშუალებების წარმოებისათვის საქონლის შეძენისას.
4. გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, ჩასათვლელი თანხის გადამეტება საანგარიშო პერიოდში დარიცხულ დამატებული ღირებულების გადასახადის თანხაზე ჩაითვლება დამატებული ღირებულების გადასახადის შემდგომი პერიოდების გადასახდელებში ან 3 თვის შემდეგ ბრუნდება ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობებისა და ვადის დაცვით.

N3581-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 დეკემბრიდან.

მე-3 და მე-4 ნაწილები ამოღებულ იქნეს;

5. გრანტის მიმღებ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ყიდულობს გრანტის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საქონელს ან/და ამავე საწყისებზე იღებს მომსახურებას, უფლება აქვს, ამ მუხლით დადგენილი წესით ჩაითვალოს ან დაიბრუნოს ამ საქონლისათვის/მომსახურებისათვის გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი საგადასახადო ორგანოში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ან უკუდაბეგვრისას ბიუჯეტში დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე.
5. 1  (ამოღებულია - 12.06.2012, №6446).
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლა ან დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება საგადასახადო ორგანოს წარედგინება დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების თვის მომდევნო 3 თვის ვადაში.
7. ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსთვის განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 დღისა.

8. გადასახადის გადამხდელის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის თანხების აკუმულირებისა და დაბრუნების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამასთანავე, თანხების აკუმულირება ისე უნდა განხორციელდეს, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ზედმეტად გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება ამ მუხლით დადგენილ ვადაში.

N3581-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 დეკემბრიდან.

8. გადასახადის გადამხდელისთვის მის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

9. ცალკეულ შემთხვევაში, იმ გადასახადის გადამხდელის მიმართ, რომელიც ახორციელებს ელექტრონულ დეკლარირებას, შესაძლებელია განხორციელდეს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნება. ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის ავტომატური დაბრუნების წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

1. If the amount of taxes and/or penalties paid by a taxpayer exceeds the amount of the assessed taxes and/or penalties, the tax authority shall, on the basis of the taxpayer’s request, refund the overpaid sum to the taxpayer not later than one month after the request is submitted.

2. If the amount of taxes and/or penalties paid by a taxpayer exceeds the amount of the acknowledged tax arrears, the tax authority shall use the overpaid sum to cover the tax arrears that will be charged and acknowledged in future.

3. (Deleted – No 3581, 1.5.2015).

4. (Deleted – No 3581, 1.5.2015).

5. A grantee who buys goods provided in the grant agreement and/or receives services under the same agreement in compliance with the legislation of Georgia, may obtain a deduction or refund under this article of the value added tax paid for such goods/services on the basis of a tax invoice submitted to a tax authority or in the case of a reverse charge, a document evidencing VAT payment to the budget.

5-1. (Deleted - No 6446, 12.6.2012).

6. Where so provided for in the fifth paragraph of this article, value added tax shall be deducted or refunded only if an application is filed with a tax authority within three months after the month in which a taxable transaction occurred.

7. The overpaid amount resulting from an incorrect debiting of tax and/or tax penalty amount from a taxpayer’s bank account under a tax authority collection order, or from concurrent payment of a tax authority collection order by two or more banking institutions, shall be refunded to the taxpayer not later than 15 days after filing an application with the tax authority.

8. The procedure for refunding the overpaid sum to a taxpayer shall be established by the Minister for Finance of Georgia.

9. In certain cases, an overpaid amount may be refunded automatically to taxpayers who file electronic tax returns. The terms and conditions for automatically refunding overpaid amounts shall be determined by the Minister for Finance of Georgia.