٭ მუხლი 062. გადასახადის გადახდის ვადა / Article 62 - Tax payment timeframes

1. გადასახადის, აგრეთვე გადასახადის მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვადა დგინდება თითოეული გადასახადის მიხედვით.
2. თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, მისი გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო სხვა შემთხვევაში – საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში.
3. საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადასახდელი იმპორტისა და ექსპორტის გადასახდელების გადახდის ვადებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

1. The timeframe for payment of taxes, including current tax payments, shall be set according to each tax.

2. If a tax payment timeframe is not specified by this Code, it shall be paid within the timeframe set for filing tax returns, and in other cases, within 30 days after receiving a tax notice.

3. The timeframe for the payment of import and export duties payable under a customs declaration shall be determined by the Minister for Finance of Georgia.