٭ მუხლი 058. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის და მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო ვალდებულების შესრულება / Article 58 - Payment of tax liabilities of missing persons and beneficiaries of support

1. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის პირი, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია, მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებიდან 3 თვის განმავლობაში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონების ხარჯზე.
2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს, რომელიც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ უფლებამოსილია, მართოს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ქონება, გაუგზავნოს შეტყობინება, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მაგივრად დადგენილი წესით გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება.

3. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი მეურვე ქმედუუნარო პირის ქონების ხარჯზე. სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებას იხდის მისი მეურვე.
4. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარებული ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება ითვლება უიმედო საგადასახადო დავალიანებად და ჩამოიწერება იმ შემთხვევაში, თუ მისი ქონება არასაკმარისია საგადასახადო დავალიანების დასაფარავად.
5. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან აღდგება ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება.
6. უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ქმედუუნარო ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ქმედუუნაროდ აღიარების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.

3349-IIს ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან

3. მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო ვალდებულებას მხარდაჭერის მიმღების ქონების ხარჯზე ასრულებს მისი მხარდამჭერი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო დავალიანებას მხარდაჭერის მიმღების ქონების ხარჯზე იხდის მისი მხარდამჭერი, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

4. სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის საგადასახადო დავალიანება უიმედო საგადასახადო დავალიანებად ითვლება და ჩამოიწერება, თუ მისი ქონება საგადასახადო დავალიანების დასაფარავად არასაკმარისია და მხარდაჭერის მიმღების მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. სასამართლოს მიერ პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან  ჩამოწერილი საგადასახადო დავალიანება აღდგება.

6. უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ან მხარდაჭერის მიმღების საგადასახადო დავალიანება არის სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.
1. Tax arrears of a natural person who has been declared missing by a court shall be paid within three months after the person is declared missing, at the expense of the property of the missing person, by the person who is authorised by guardianship authorities to manage the property of the missing person.

2. A tax authority shall send to the person who is authorised by guardianship authorities to manage the property of the missing person a notice requesting payment of the missing person’s tax arrears.

3. Tax liabilities of a beneficiary of support shall be paid by his/her supporter at the expense of the property of the beneficiary of support, unless otherwise determined under the court decision. Tax arrears of a beneficiary of support shall be paid by his/her supporter at the expense of the property of the beneficiary of support, unless otherwise determined under the court decision.

4. Tax arrears of a person recognised as missing or declared as a beneficiary of support by court shall be regarded as bad debt and shall be written off if his/her property is insufficient to cover the tax arrears and unless otherwise determined under court decision with respect to the beneficiary of support.

5. The written-off tax arrears shall be restored the day the decision is made to reverse the court’s recognition of a person as missing or declaration as a beneficiary of support.

6. Tax arrears of a missing person or a beneficiary of support shall be the tax arrears as of the date when he/she was recognised as missing or declared as a beneficiary of support by court.