٭ მუხლი 056. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციისას / Article 56 - Payment of tax liability in the case of reorganisation of an enterprise/organisation

1. რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას გადაიხდის მისი უფლებამონაცვლე ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის შერწყმისას თითოეულის საგადასახადო ვალდებულების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება შერწყმის შედეგად წარმოქმნილი საწარმო/ორგანიზაცია.
3. ერთი საწარმოს/ორგანიზაციის მეორე საწარმოსთან/ ორგანიზაციასთან მიერთებისას მიერთებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება საწარმო/ორგანიზაცია, რომელსაც მიუერთდა ეს საწარმო/ორგანიზაცია.
4. საწარმოს/ორგანიზაციის რამდენიმე საწარმოდ/ორგანიზაციად გაყოფისას თავდაპირველი საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლეებად ითვლებიან გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები/ორგანიზაციები.
5. რამდენიმე უფლებამონაცვლის არსებობისას რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულებაში თითოეული მათგანის წილი განისაზღვრება გამყოფი ბალანსით ან სხვა გადამცემი აქტით. ახლად წარმოქმნილ საწარმოებს/ორგანიზაციებს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის საგადასახადო ვალდებულების/ დავალიანების ან მისი შესაბამისი ნაწილის შესრულებისათვის.
6. საწარმოს/ორგანიზაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლისას მისი საგადასახადო ვალდებულების/დავალიანების შესრულების უფლებამონაცვლედ ითვლება ასეთი რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი საწარმო/ორგანიზაცია.
7. საწარმოს/ორგანიზაციის შემადგენლობიდან ერთი ან რამდენიმე საწარმოს/ორგანიზაციის გამოყოფისას გამოყოფილ საწარმოზე (საწარმოებზე)/ორგანიზაციაზე (ორგანიზაციებზე) ვრცელდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები.
8. საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციამდე ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ჩათვლის ამ საწარმოს/ორგანიზაციის უფლებამონაცვლის რეორგანიზებული საწარმოს/ორგანიზაციის მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში საერთო თანხის პროპორციულად ან უბრუნებს უფლებამონაცვლეს/უფლებამონაცვლეებს (თითოეული მათგანის წილის შესაბამისად) ამ კოდექსით დადგენილი წესით.

1. Tax liability and tax arrears of a reorganised enterprise/organisation shall be paid by its legal successor as provided by this Code.

2. In the case of a merger of several enterprises/organisations, the enterprise/organisation formed as a result of the merger shall be the legal successor with respect to payment of tax liabilities of these enterprises/organisations.

3. If one enterprise/organisation is acquired by another, the legal successor with regard to payment of tax liabilities/arrears of the acquired enterprise/organisation shall be the acquiring enterprise/organisation.

4. If an enterprise/organisation is split into several enterprises/organisations, the enterprises/organisations created as result of the split shall be legal successors with respect to payment of tax liabilities/arrears of the original enterprise/organisation.

5. If there are several legal successors, the share of each of them with respect to payment of tax liabilities/arrears of the reorganised enterprise/organisation shall be determined under the division balance sheet or other deed of transfer. Newly formed enterprises/organisations shall be jointly and severally responsible for payment of tax liability/arrears of the reorganised enterprise/organisation or its respective part.

6. If an enterprise/organisation changes its organisational and legal form, the enterprise/organisation arising from such reorganisation shall be the legal successor with regard to payment of tax liability/arrears of the original enterprise/organisation.

7. If one or several enterprises/organisations separate from an enterprise/organisation, the separated enterprise(s)/organisation(s) shall be subject to the fourth and fifth paragraphs of this article.

8. Any overpaid amount paid before the reorganisation of an enterprise/organisation shall be credited by a tax authority against future tax liabilities of the legal successor of the reorganised enterprise/organisation pro rata to the total amount or refunded to the legal successor(s) (pro rata to their shares) as provided by this Code.