٭ მუხლი 055. საგადასახადო ვალდებულების შესრულება საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას / Article 55 - Payment of tax liabilities in the case of liquidation of an enterprise/organisation

1. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს და საგადასახადო დავალიანებას იხდის ამ საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისია, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საწარმოს ლიკვიდაციისას/საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ვალდებულების შესრულებას და საგადასახადო დავალიანების გადახდას სოლიდარულად ახორციელებენ ამ საწარმოს პარტნიორები/მონაწილეები.
3. საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციისას ზედმეტად გადახდილ თანხას საგადასახადო ორგანო ამ კოდექსით დადგენილი წესით უბრუნებს საწარმოს/ორგანიზაციის სალიკვიდაციო კომისიას (საწარმოს მონაწილეებს).

1. If an enterprise/organisation is liquidated, the liquidation commission of the enterprise/organisation shall pay tax liabilities and tax arrears, unless otherwise provided for by this article.

2. If an enterprise provided for in Article 21(1)(c) of this Code is liquidated/terminates its activities, the partners/participants of the enterprise shall pay tax liabilities and tax arrears jointly and severally.

3. If an enterprise/organisation is liquidated, a tax authority shall refund any overpaid amount to the liquidation commission of that enterprise/organisation (participants of the enterprise) as provided for by this Code.