٭ მუხლი 054. საბანკო დაწესებულების ვალდებულება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით / Article 54 - Obligations of banking institutions with regard to the payment of taxpayer tax liabilities

1. საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის თაობაზე და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება;
ბ) გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება.
1–1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბანკო დაწესებულების ვალდებულება არ ზღუდავს პირის უფლებას, საინკასო დავალების სრულად შესრულებამდე ან ნაწილობრივ შესრულების შემდეგ განკარგოს საინკასო დავალების გაუნაღდებელი თანხის ზემოთ არსებული ფულადი სახსრები.
2. პირის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში ბანკი საგადახდო ან საინკასო დავალებას ასრულებს არა უგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება ეკისრება გადასახადის გადამხდელს.
3. თუ პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა არასაკმარისია საგადახდო ან საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი შესრულება ხორციელდება ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღისა.

1. A banking institution shall, first of all, fulfil a taxpayer’s payment order for the payment of taxes and a tax authority’s collection order for debiting funds from the bank account in the following order of precedence:

a) a tax authority’s collection order:

b) a taxpayer’s payment order.

11. The obligation of a banking institution specified in the first paragraph of this article shall not restrict a person’s right to use funds exceeding the uncollected amount of the collection order until the full payment or after partial payment of the collection order.

2. If there are funds in a person’s bank account, the bank fulfils a payment order or a collection order not later than the banking day following the day of receipt of the order, unless otherwise provided for by this Code. A taxpayer shall bear the cost of services related to a collection order.

3. If the amount on a person’s bank account is not sufficient to pay a payment order or a collection order, they shall be paid not later than the banking day following the day when funds are transferred into the account.