& მუხლი 050. პირადი საგადასახადო მრჩეველი / Article 50 - Personal tax advisor

1. ამ კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით.
2. პირადი საგადასახადო მრჩეველი არის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უწევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას. პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურება არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.
3. გადასახადის გადამხდელსა და პირად საგადასახადო მრჩეველს შორის ურთიერთობა, პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობის წესი და პირობები, მომსახურების ფარგლები და სახეები განისაზღვრება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით.
4. პირადი საგადასახადო მრჩევლის მიერ გადასახადის გადამხდელისათვის გასაწევი მომსახურების სახეების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

1. To facilitate interaction with a tax authority in exercising rights and discharging obligations under this Code, a taxpayer may use the services of a personal tax advisor.

2. A personal tax advisor is a tax authority employee who delivers services to a taxpayer under an agreement. The services of a personal tax advisor shall not include the determination of the amount of a taxpayer’s tax liabilities.

3. Relations between a taxpayer and a personal tax advisor, terms and conditions for using personal tax advisor services, the scope and type of such services shall be determined under an agreement between a taxpayer and a tax authority.

4. The list of the services offered by a personal tax advisor to a taxpayer shall be determined by the Minister for Finance of Georgia.