Ω მუხლი 047. წინასწარი გადაწყვეტილება / Article 47 - Advance tax ruling

1. შემოსავლების სამსახური პირის მიმართვის საფუძველზე უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება განსახორციელებელი ან განხორციელებული ოპერაციის მიხედვით საგადასახადო ანგარიშგების წესების ან/და შესასრულებელი საგადასახადო ვალდებულებების თაობაზე.
2. წინასწარი გადაწყვეტილება უნდა გამოიცეს მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 90 დღისა.
3. წინასწარი გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომლის მიმართაც ის იქნა გამოცემული. ამასთანავე, წინასწარ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
4. სხვადასხვა პირის მიერ განხორციელებული იდენტური ოპერაციების მიხედვით არ შეიძლება გამოიცეს განსხვავებული წინასწარი გადაწყვეტილება.
5. თუ პირი მოქმედებს წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ წინასწარი გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და გადასახადის ან/და სანქციის დარიცხვა.
6. წინასწარი გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ:
ა) წინასწარ გადაწყვეტილებაში აღნიშნული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც გავლენას მოახდენდა წინასწარ გადაწყვეტილებაზე, არ შეესაბამება რეალურად არსებულს;
ბ) გაუქმდა ან შეიცვალა საქართველოს კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის საფუძველზედაც იქნა მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება.
7. საქართველოს კანონმდებლობის ნორმამ, რომელიც ამძიმებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას და რომელსაც მიეცა უკუქცევითი ძალა, არ შეიძლება გავლენა მოახდინოს ნორმის ამოქმედებამდე გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელებულ ოპერაციებზე.
8. გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შემთხვევისა, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გამოსცეს წინასწარი გადაწყვეტილება:
ა) რომელიც გამოიცემა საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის შესახებ;
ბ) რომელსაც აქვს სავალდებულო იურიდიული ძალა ყველა საგადასახადო ორგანოსათვის მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაში მოცემული საქონლის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის საკითხის მიმართ, თუ ასეთი გადაწყვეტილება გამოცემულია აღნიშნულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე და დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია სრულად შეესაბამება იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც იქნა გამოცემული გადაწყვეტილება;
გ) რომელიც მოქმედებს 3 წლის განმავლობაში.
9. პირის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნაში წარმოდგენილი ინფორმაცია განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.
10. თუ პირი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს წინასწარ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, გაასაჩივროს იგი ამ კოდექსით დადგენილი წესით.
11. წინასწარი გადაწყვეტილება საჭიროებს საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებას, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა.
12. პირის მოთხოვნის საფუძველზე და დამატებითი ან შესწორებული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებელია შემოსავლების სამსახურმა თავის მიერ გამოცემულ წინასწარ გადაწყვეტილებაში შეიტანოს ცვლილება და დამატება, თუ პირს არ გამოუყენებია ცვლილებისა და დამატების შეტანამდე გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილება იმ ოპერაციის მიმართ, რომლის მიხედვითაც ეს გადაწყვეტილება იყო გამოცემული.
13. წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

1. Based on a person’s application, the Revenue Service may issue an advance tax ruling on tax reporting rules and/or outstanding tax liabilities with respect to executed or future transactions.

2. An advance tax ruling shall be issued within not later than 90 days after submission of a request.

3. An advance tax ruling shall apply only to the persons to whom it has been issued. At the same time, an advance tax ruling shall indicate the norm of the legislation of Georgia on which the ruling was based.

4. Different advance tax rulings may not be issued with respect to identical transactions performed by different persons.

5. If a person acts under an advance tax ruling, controlling/law-enforcement authorities may not make decisions contradicting the advance tax ruling or impose any charges and/or sanctions.

6. An advance tax ruling shall not be applied if:

a) the facts and circumstances indicated in the advance tax ruling and which would have affected the advance tax ruling are different from those actually existing;

b) the norm of the legislation of Georgia which formed the basis for the advance tax ruling has been repealed or amended.

7. A norm of the legislation of Georgia that is unfavourable to a taxpayer and has been given retroactive force may not affect a transaction performed under an advance tax ruling issued prior to enactment of such norm.

8. Except as provided for by the first paragraph of this article, the Revenue Service, based on an application of an interested person, may issue an advance tax ruling:

a) that is issued with respect to determining a commodity code or country of origin of goods according to the Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature;

b) that is legally binding for all tax authorities only with respect to the determination of a commodity code or country of origin of goods according to the Foreign Economic Activity National Commodity Nomenclature indicated in such decision, provided such ruling is issued before a customs declaration on such goods is filed and the actual data and information on the declared goods are fully consistent with the information on which the ruling was based;

c) that is valid for three years.

9. The information provided by a person in a request for an advance tax ruling shall be treated as a tax secret.

10. If a person disagrees with an advance tax ruling of a tax authority, he/she may appeal it as provided in this Code.

11. An advance tax ruling shall be agreed with the Minister for Finance of Georgia, except as provided for in the eighth paragraph of this article.

12. At the request of a person and in the case of submission of additional or amended information, the Revenue Service may amend its advance tax ruling, unless the person has already applied the advance tax ruling issued before such amendment, in relation to the transaction on which the ruling was based.

13. The procedure for issuing an advance tax ruling shall be determined by order of the Minister for Finance of Georgia.