Ω მუხლი 046.-1 საჯარო გადაწყვეტილება / Article 046.-1 - Public rulings

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების ან საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრის არსებული პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე გამოსცეს საჯარო გადაწყვეტილება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ნორმის გამოყენების შესახებ.

 2. დოკუმენტი საჯარო გადაწყვეტილებად ითვლება, თუ მასში მითითებულია, რომ იგი არის საჯარო გადაწყვეტილება.

 3. საჯარო გადაწყვეტილება (მათ შორის, გადაწყვეტილება საჯარო გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ) ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

 4. საჯარო გადაწყვეტილება ძალაში შედის მასში მითითებული თარიღიდან, მოქმედებს უვადოდ ან მასში მითითებული ვადით. ამ გადაწყვეტილების გამოყენება საგადასახადო ორგანოსთვის სავალდებულოა მისი ძალაში შესვლის თარიღიდან.

 5. საჯარო გადაწყვეტილება არ გამოიყენება, თუ შეიცვალა ან გაუქმდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ის ნორმა, რომლის გამოყენების შესახებაც გამოიცა ეს გადაწყვეტილება.

 6. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნოს ან შეცვალოს საჯარო გადაწყვეტილება.

 7. თუ პირი მოქმედებს საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაუშვებელია მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება და დამატებით გადასახადის/სანქციის დარიცხვა.

 8. თუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება ორი საჯარო გადაწყვეტილება ან საჯარო და წინასწარი გადაწყვეტილებები, პირი უფლებამოსილია იმოქმედოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების შესაბამისად, თავისი შეხედულებისამებრ.

 9. საჯარო გადაწყვეტილების გამოცემის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.


1. Based on a decision made by a dispute resolution authority or on the analysis of the current practice of taxation of taxpayers by a tax authority, the Minister for Finance of Georgia may issue a public ruling on the application of certain provisions of the tax legislation of Georgia.

2. A document shall be regarded as a public ruling if it states that it is a public ruling.

3. A public ruling (including a decision on modifying or cancelling a public ruling) shall be published on the official website of the Legislative Herald of Georgia.

4. A public ruling shall enter into force from the date indicated in it and shall be valid for an indefinite term or for the period stated in it. This ruling shall be binding for a tax authority from the day of its entry into force.

5. A public ruling shall not be applied if the provisions with respect to which the ruling was issued have been modified or repealed.

6. The Minister for Finance may declare a public ruling, or its part, as invalid or modify it.

7. If a person acts according to a public ruling, a monitoring/law-enforcement authority may not adopt a decision contradicting the ruling and may not impose additional taxes/sanctions.

8. If there is contradiction between two public rulings or between a public ruling and an advance tax ruling, the person concerned may act according to one of the rulings at its discretion.

9. The procedure for issuing a public ruling shall be determined by the Minister for Finance of Georgia.