Ω მუხლი 043. გადასახადის გადამხდელის ვალდებულებები / Article 43 - Taxpayer obligations

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით;

ბ) აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში;

5144-IIს ამოქმედდეს 19/06/2016

ბ) აღრიცხვაზე დადგეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში ან დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში;

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;
დ) საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები);
ე ) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით , აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) უზრუნველყოს იმ დოკუმენტის შენახვა 6 წლის ვადით:

4680-რს 016 წლის 1 იანვრიდან

ვ) გადასახადით დაბეგვრის ობიექტის დადგენისათვის აუცილებელი დოკუმენტი შეინახოს 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ საგადასახადო პერიოდის კალენდარული წლის დასრულებიდან, რომლის საგადასახადო ვალდებულების დადგენისთვისაც იგი არის აუცილებელი;
ვ.ა) რომლის საფუძველზედაც ხდება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტების აღრიცხვა და საგადასახადო დეკლარაციების შედგენა, აგრეთვე შემოსავლის/მოგების მიღების, გაწეული ხარჯებისა და გადახდილი ან/და დაკავებული გადასახადების დადასტურება;
ვ.ბ) რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის;
ზ) გადასახადის გადამხდელის მოწმობის ასლი და საცალო ვაჭრობისას ფასის მაჩვენებლები (საქართველოს ეროვნულ ვალუტაში) განათავსოს მომხმარებელთათვის თვალსაჩინო ადგილზე;
ზ1 ) შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ პირს ხელი არ შეუშალოს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების/სავალდებულო მარკირების მომსახურების განხორციელებაში ;
თ) შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.
2. საქართველოს საწარმო, საქართველოს ორგანიზაცია და მეწარმე ფიზიკური პირი ვალდებული არიან საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს წარუდგინონ ინფორმაცია საქართველოს ფარგლების გარეთ საბანკო ანგარიშების (გარდა საანაბრო (ვადიანი) ანგარიშებისა) გახსნის შესახებ ასეთი ანგარიშების გახსნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

4458-Iს 11/11/2015

2-1. „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული საქართველოს ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია ამ შეთანხმების ფარგლებში გადასცეს საგადასახადო ორგანოს ამავე შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

3. გადასახადის გადამხდელი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმით.
4. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

1. Taxpayers shall:

a) fulfil tax liabilities in accordance with the tax legislation of Georgia;

b) be enrolled with a respective tax authority or register with the Register of Entrepreneurs and Non-entrepreneurial (Non-commercial) Legal Entities and the Register of Citizens’ Political Alliances (Parties);

c) file tax returns, computations, and accounting documents with a tax authority as provided by the legislation of Georgia;

d) submit to a tax authority and its authorised person the documents (certificates) needed for computation and payment of taxes in the case of a tax audit or in any other cases provided for by this Code;

e) comply with the lawful requests of a tax authority and authorised persons with respect to the elimination of detected violations of tax legislation; not prevent authorised persons from fulfilling their official duties;

f) ensure the safekeeping of documents necessary for identifying a taxable object for three years. Such period shall be calculated from the end of the calendar year of relevant tax period, for the identification of tax liabilities of which such documentation is necessary.

g) place a copy of a taxpayer certificate and in the case of retail trade - price labels (in Georgian national currency) at a place conspicuous for customers;

g1) not impede a person chosen by the Revenue Service under the legislation of Georgia in delivering services related to affixing mandatory excise stamps/mandatory markings.

h) fulfil any other obligations provided for by the tax legislation of Georgia.

2. A Georgian enterprise, a Georgian organisation and an entrepreneur natural person shall submit to a tax authority, according to the place of tax registration, information on opening bank accounts (other than deposit (time deposit) accounts) outside Georgia within five business days after opening such accounts.

21. A financial institution of Georgia defined in the Agreement between the Government of the United States of America and the Government of Georgia to Improve International Tax Compliance and to Implement the Foreign Account Tax Compliance Act (FATCA) shall, within the framework of this Agreement, transfer to a tax authority the information provided for under the same Agreement.

3. A taxpayer shall submit to a tax authority the information set forth in the second paragraph of this article in the form approved by the Minister for Finance of Georgia.

4. For non-fulfilment or improper fulfilment of the obligations provided for by the tax legislation of Georgia, a taxpayer shall be liable as prescribed by this Code and/or other legislative acts of Georgia.