Ω მუხლი 039. საგადასახადო საიდუმლოება / Article 39 - Tax secret

1. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.

5144-IIს ამოქმედდეს 19/06/2016

1. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას.

2. საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ შემდეგ პირებს: 
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;
ბ) სამართალდამცავ ორგანოებს − მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით;
გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით;

დ) სხვა სახელმწიფოთა საგადასახადო ორგანოებს – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად;

4458-Iს 11/11/2015

დ) სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად;

ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) და კერძო აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ან/და საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;
ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;
ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ;
თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საგადასახადო ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ;
ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;

კ) ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს − საგადასახადო კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

N3581-IIს გამოქვეყნების თარიღი 15/05/2015

39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

N2466-IIს 02/06/2014

მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;



ნ )  საქართველოს   გარემოსა   და   ბუნებრივი   რესურსების   დაცვის   სამინისტროს   და   საქართველოს   თავდაცვის   სამინისტროსთან   არსებულ   სამხედრო - ტექნიკურ   საკითხთა   მუდმივმოქმედ   კომისიას  – „ ბირთვული   და   რადიაციული   უსაფრთხოების   შესახებ “  საქართველოს   კანონით   გათვალისწინებული   ინფორმაცია ;

3673-IIს 04/06/2015

ნ) საქართველოს   გარემოსა   და   ბუნებრივი   რესურსების   დაცვის სამინისტროს და საქართველოს   თავდაცვის   სამინისტროს   სამხედრო-ტექნიკურ   საკითხთა   მუდმივმოქმედ   კომისიას  – „ბირთვული   და რადიაციული   უსაფრთხოების   შესახებ“  საქართველოს   კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია;

4493-Iს ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან

ნ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას –  „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“  საქართველოს  კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია;
ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით;

პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;

N2160-IIს ამოქმედდეს 2014 წლის 31 მარტიდან

პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციის სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას;

ჟ ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს − საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად;


რ) საგადასახადო ომბუდსმენს/საგადასახადო ომბუდსმენის მოადგილეს − საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

3613-IIს 04/06/2015

რ)საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს/საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას.

4368-Iს 2017 წლის 1 იანვრიდან.

ს) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო სამსახურის ბიუროს – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას.

195-რს 29/12/2016

ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს – ამ სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის გადასაცემად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისათვის;

4680-რს 29/12/2015

ტ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს – საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაცია.

4958-IIს 2016 წლის 1 ივლისიდან

უ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს − „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია.

3. საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება, არ გამოიყენოს იგი პირადი მიზნებისათვის ან არ გადასცეს სხვა პირს, რაც ითვლება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად. საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  
3-1 . ამ მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ თანამშრომლებს , რომლებ მაც მიიღეს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არ აქვთ, გაახმაურონ ამ ინფორმაციის საიდუმლოება.
4. საგადასახადო ორგანოში არსებულ, საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა მინისტრის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად. 
5. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება ჩაითვლება ამ გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე.
6. ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განმახორციელებელ პირთა შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელების მიმართ.

1. Any information obtained by a tax authority on a taxpayer, except for a taxpayer’s status, name, address, identification number, information on tax arrears, and public information recorded in the Register of Entrepreneurs and Non-Entrepreneurial (Non-Commercial) Legal Entities and the Register of Citizens’ Political Alliances (Parties) shall be regarded as a tax secret from the moment the taxpayer is registered.

2. A tax authority, its employee, invited expert and/or expert shall protect the confidentiality of taxpayer information that became known to them in the performance of official duties. They may disclose personally identifiable information on certain taxpayers only to the following persons:

a) employees of the system of the Ministry of Finance of Georgia and members of the Council of Tax Appeals within the Ministry of Finance of Georgia – in order for them to fulfil their official duties;

b) law-enforcement authorities – in connection with the criminal cases prosecuted by them;

c) court – to determine tax obligations or liabilities of a taxpayer in connection with a case pending in the court;

d) a competent body of a foreign state – under an international agreement of Georgia;

e) the Legal Entity Under Public Law (LEPL) within the Ministry of Justice of Georgia - National Bureau of Enforcement) (‘National Bureau of Enforcement’) and to a private enforcement officer – in the course of executing decisions under the Law of Georgia on Enforcement Proceedings and/or in exercising the powers provided for in an agreement between a tax authority and National Bureau of Enforcement;

f) the National Statistics Office of Georgia (GeoStat) – under procedures established by the Government of Georgia;

g) the State Audit Office of Georgia – on the basis of a court order, to exercise powers under the Law of Georgia on State Audit Office;

h) the Legal Entity under Public Law (LEPL) within the Ministry of Justice of Georgia - National Agency of Public Registry (‘National Agency of Public Registry’) – in exercising the powers under an agreement between a tax authority and the National Agency of Public Registry;

i) persons determined by the Government of Georgia, to inform a taxpayer of its tax arrears as prescribed by the Minister for Finance of Georgia;

j) (Deleted – No 3581, 1.5.2015); k) the Legal Entity under Public Law (LEPL) within the Ministry of Justice of Georgia - Public Service Development Agency – in exercising powers provided for by the legislation of Georgia;

l) the Legal Entity under Public Law (LEPL) - Financial Monitoring Service of Georgia – in exercising powers provided for by the legislation of Georgia;

m) the State Sub-agency Organisation of the Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia – the Environmental Supervision Department, in exercising powers provided for under the legislation of Georgia; also, to the Legal Entity under Public Law (LEPL) within the Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia – the Nuclear and Radiation Safety Agency, and to the Standing Commission for Military-Technical Issues of the Ministry of Defence of Georgia – the information provided for under the Law of Georgia on Nuclear and Radiation Safety;

n) the Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia and to administrative bodies within its system – for exercising the rights and duties under the legislation of Georgia;

o) the Legal Entity under Public Law (LEPL) - Competition Agency – based on a court order, in exercising the powers vested in it under the legislation of Georgia;

p) the Legal Entity under Public Law (LEPL) within the Ministry of Agriculture of Georgia - National Food Agency – under procedures prescribed by the Government of Georgia;

q) Business Ombudsman/Deputy Business Ombudsman of Georgia – in exercising powers under the legislation of Georgia;

r) the Legal Entity under Public Law operating under the Ministry of Justice of Georgia – Data Exchange Agency – in order for the Agency to transfer this information to the Legal Entity under Public Law – Civil Service Bureau – for exercising powers under the Law of Georgia on Conflicts of Interest and Corruption at Public Institutions and subordinate legal acts issued on the basis of it, for operating the electronic data exchange system;

s) the Legal Entity under Public Law – Data Exchange Agency within the Ministry of Justice of Georgia – information necessary for the operation of the electronic exchange system of documentation between the entities engaged in the international commerce;

t) the Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia – information under the Law of Georgia on Waste Import, Export and Transit.

3. Employees of a tax authority shall protect the confidentiality of information obtained in the course of their official duties, and shall not use it for personal goals or disclose it to another person. Such actions shall be regarded as disclosure of a tax secret. The loss of documents containing a tax secret or disclosure of such information shall carry liability under the legislation of Georgia.

31. Legal entities under public law referred to in paragraph 2(o) and (p) of this article and their employees, who have received information specified in this article may not divulge such information.

4. Information held by a tax authority and containing a tax secret shall be stored and processed in a special manner. Only authorised officials designated by the Minister for Finance of Georgia under the procedure established by the same ministry may have access to the information containing a tax secret.

5. If there is a written consent from a taxpayer, information on the taxpayer may be disclosed to another person. The disclosure and/or dissemination by a taxpayer of its tax information publicly, in the mass media, shall be deemed as a taxpayer’s permit allowing a tax authority to communicate information about the taxpayer to a third party within the scope of the publicised information.

6. This article shall not apply to a public notice specified in Article 44 (6) of this Code or the information spread by the Revenue Service about persons who conduct economic activity with false tax documents.