∞ მუხლი 024.–1 სპეციალური სავაჭრო კომპანია / Article 024.–1 - Special trading company

1. სპეციალური სავაჭრო კომპანია არის საწარმო, რომელსაც მოგების გადასახადისაგან განთავისუფლების მიზნით ამ მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი.
2. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ ამ მიზნით შექმნილ საწარმოს, რეგისტრაციასთან ერთად, მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისას გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. უცხოურ საწარმოს, რომელიც საქართველოში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, უფლება აქვს, სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მინიჭებისა და მხოლოდ ამ მუხლით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით დამატებით დაარეგისტრიროს განცალკევებული მუდმივი დაწესებულება.
3 . საწარმოს სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი ს მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4 . სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს უფლება აქვს:
ა) საბაჟო საწყობიდან განახორციელოს უცხოური საქონლის რეექსპორტი;
ბ) საბაჟო საწყობში განახორციელოს უცხოური საქონლის მიწოდება როგორც სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე, ისე ამ სტატუსის არმქონე საწარმოებისთვის;
გ) საბაჟო საწყობში შემდგომი რეექსპორტის ან/და მიწოდების მიზნით არანაკლებ საბაჟო ღირებულებით შეისყიდოს უცხოური საქონელი სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის არმქონე საწარმოსაგან;
დ) ამ ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლის გარდა, მიიღოს სხვა შემოსავალი, მათ შორის:
დ.ა) შემოსავალი, რომელიც ამ კოდექსით განთავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან;
დ.ბ) შემოსავალი მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებიდან;
დ.გ) შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა, რომელიც საქართველოში არსებული წყაროდან საგადასახადო პერიოდის (წლის) მიხედვით არ უნდა აღემატებოდეს 1 მილიონ ლარს და მის მიერ საქართველოში შემოტანილი უცხოური საქონლის საბაჟო ღირებულების 5 პროცენტს.
5 . სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოს ეკრძალება:
ა) განახორციელოს საქონლის იმპორტი საქართველოში, გარდა ამ საწარმოს ძირითადი საშუალებისთვის განკუთვნილი იმპორტისა;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე შეისყიდოს საქართველოს საქონელი შემდგომი მიწოდების მიზნით;
გ) მომსახურება გაუწიოს საქართველოს საწარმოს/ინდივიდუალურ მეწარმეს ან/და უცხოური საწარმოს მუდმივ დაწესებულებას საქართველოში;
დ) ჰქონდეს საბაჟო საწყობი.
6. გადასახადის გადამხდელის მიერ სპეციალური სავაჭრო კომპანიიდან უცხოური საქონლის შესყიდვის შემთხვევაში მყიდველის მიერ ერთობლივი წლიური შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯი არ შეიძლება იყოს ამ საქონლის საბაჟო ღირებულებაზე მეტი. ეს შეზღუდვა არ ეხება მყიდველის მიერ გაწეულ ხარჯებს, რომლებიც ამ კოდექსით მიეკუთვნება აქტივის ღირებულებას და არ უკავშირდება სპეციალური სავაჭრო კომპანიისათვის გადახდებს.
7. სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს განცხადებაში სპეციალური სავაჭრო კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე. ამასთანავე, განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.


1. A special trading company shall be a company that has been accorded the status of a special trading company under this article in order to exempt it from profit tax.

2. The status of a special trading company may be accorded at the time of registration only to a company that is set up for that purpose, for the current and following calendar years. When granting the status of a special trading company, a certificate confirming the status shall be issued. A foreign enterprise conducting economic activity through a permanent establishment in Georgia may additionally register a separate permanent establishment in order to acquire the status of a special trading company and to conduct only those activities that are permitted by this article.

3. The status of a special trading company shall be accorded to an enterprise by a tax authority. The procedure for according the status of a special trading company shall be determined by an order of the Minister for Finance of Georgia.

4. An enterprise having the status of a special trading company may:

a) re-export foreign goods from a customs warehouse;

b) supply foreign goods in a customs warehouse both to special trading companies and other enterprises that do not have the status of a special trading company;

c) purchase foreign goods from enterprises that do not have a special trading company status at not less than their customs value for subsequent re-export and/or supply in a customs warehouse;

d) in addition to the income earned from the activities referred to in subparagraphs (a) – (c) of this paragraph, earn other income, including:

d.a) income that is exempt from profit tax under this Code;

d.b) income from the supply of fixed assets used by the special trading company for economic activity for over two years;

d.c) income, other than that referred to in subparagraphs (d.a) and (d.b) of this paragraph, which from a Georgian source, according to a tax period (year) must not exceed GEL 1 000 000 and 5% of the customs value of the foreign goods brought by such company into Georgia.

5. An enterprise having the status of a special trading company may not:

a) import goods into Georgia, other than goods intended as fixed assets of the company;

b) buy Georgian goods within the territory of Georgia for subsequent supply;

c) deliver services to a Georgian enterprise/individual entrepreneur and/or permanent establishment of a foreign enterprise in Georgia;

d) have a customs warehouse.

6. If a taxpayer buys foreign goods from a special trading company, the costs deductible by the buyer from the total annual income shall not exceed the customs value of such goods. That restriction shall not apply to the costs incurred by the buyer, which under this Code are attributed to the value of the asset and are not related to the payments made to the special trading company.

7. The status of a special trading company shall be cancelled for that calendar year which the authorised representative of the company indicates in an application for cancellation of the status of a special trading company. The application has to be submitted not later than five business days before commencement of the relevant year.