∞ მუხლი 031. საბიუჯეტო ორგანიზაცია / Article 31 - Budgetary organisations

საბიუჯეტო ორგანიზაციად ითვლება მხარჯავი დაწესებულება ან/და ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში თანხის განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საკუთარი ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებას დადგენილი ნორმების, პროცედურებისა და წესების თანახმად.

N2938-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ს“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ორგანიზაცია.

A budgetary organisation is an organisation defined in Article 6(r) of the Budget Code of Georgia.