∞ მუხლი 026. სპეციალური სავაჭრო ზონა / Article 26 - Special Trade Zone

1. სპეციალური სავაჭრო ზონის (შემდგომ − სსზ) სტატუსი, საკუთარი ან საქართველოს მთავრობის ინიციატივით, შეიძლება მიენიჭოს იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოში ეწევა ვაჭრობის ორგანიზებას.
2. ვაჭრობის ორგანიზება არის პირის ან/და პირთა ჯგუფის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის ან/და შენობა-ნაგებობის ტერიტორიაზე განლაგებული სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის გაქირავება.
3.  (ამოღებულია – 10.04.2012, №6015).
4. სსზ-ის სტატუსის მქონე პირი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სსზ-ის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მოძრაობის აღრიცხვა;
ბ) ამ კოდექსის 133–1   მუხლის შესაბამისად გადაიხადოს სავაჭრო ობიექტის ან/და სავაჭრო ადგილის დამქირავებელი გადასახადის გადამხდელის კუთვნილი საშემოსავლო/მოგების გადასახადი სსზ-ის ტერიტორიაზე საქმიანობის ნაწილში;
გ) სსზ-ში განახორციელოს თითოეული საქონლის დამცავი საშუალებით ნიშანდება და სსზ-ში რეალიზებულ საქონელზე მომხმარებელთან ანგარიშსწორება უზრუნველყოს ცენტრალიზებულად მართული სალარო პუნქტების მეშვეობით.
5.  (ამოღებულია – 10.04.2012, №6015).
6. სსზ-ში სავაჭრო ობიექტის დამქირავებელ იურიდიულ პირს, რომელიც საქონლის რეალიზაციას ახორციელებს სტაციონარული სავაჭრო ობიექტის მეშვეობით, უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეასრულოს საგადასახადო ანგარიშგება და საგადასახადო ვალდებულება. 
7. სსზ-ის ფუნქციონირების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სსზ-ის მოწყობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მოსთხოვოს პირს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა და განსაზღვროს მათი ოდენობა.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

42. 2012 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) დასაშვებია მხოლოდ სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ, ხოლო პირი, რომელიც ბაზრობის ორგანიზებას ახორციელებდა 2012 წლის 1 იანვრამდე, ვალდებულია მიიღოს სსზ-ის სტატუსი და 2016 წლის 1 იანვრიდან ვაჭრობის ორგანიზება (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის ორგანიზებისა) განახორციელოს ამ კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული ვადის (2016 წლის 1 იანვარი) გაგრძელება შესაძლებელია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.


1. A legal person engaged in organising trade in Georgia may be granted the status of a Special Trade Zone (‘STZ’) on its own initiative or on the initiative of the Government of Georgia.

2. Renting out trade outlets and/or trading places located within the territory of a market and/or building owned/held by a person and/or group of persons shall not be regarded as organising trade.

3. (Deleted - No 6015, 10.4.2012).

4. An entity having the status of a Special Trade Zone shall:

a) account for the movement of goods intended for economic activity in a STZ;

b) pay, as prescribed by Article 1331 of this Code, income/profit taxes of the taxpayers renting trade outlets and/or trading places. These income/profit taxes shall be paid in respect of the activities carried out within the STZ;

c) mark each item of goods in STZ with a security marking and ensure settlement with customers for the goods sold in the STZ through centrally managed cash registers.

5. (Deleted - No 6015, 10.4.2012)

6. A legal person renting a trade outlet in a STZ and selling goods through a fixed trade outlet, may carry out tax reporting and fulfil its tax obligations independently.

7. The rules of operation of a STZ shall be determined by resolution of the Government of Georgia.

8. To make sure that a STZ is organised in compliance with the legislation of Georgia, the Government of Georgia may request the person to present guarantees and may determine the amount of the guarantees.