∞ მუხლი 026.–1 ტურისტული საწარმო / Article 026.–1 - Tourist Enterprise

1. ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სხვა პირისათვის მიწოდებას მათი იჯარით უკან მიღების მიზნით და უზრუნველყოფს შენობის, როგორც სასტუმროს, ფუნქციონირებას ტურისტული საწარმოსათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 
2. ამ მუხლით გათვალისწინებული იჯარა არის პირის მიერ ტურისტული საწარმოსაგან სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის შეძენა და ამავე საწარმოსათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ფასიან სარგებლობაში გადაცემა გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ.
3. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმო ვალდებულია:
ა) დადგენილი ოდენობის ფართობი გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებისათვის გამოსაყენებლად;
ბ) უზრუნველყოს, რომ შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არა უმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული შემოსავალი ჯამურად (გარდა დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ საკომპენსაციო თანხაზე ნაკლები.
4. პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით ანიჭებს შემოსავლების სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ტურისტულ საწარმოს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა, რომელთა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიწოდებული აქტივების საკომპენსაციო თანხის 18 პროცენტს.
5.  პირისათვის ტურისტული საწარმოს სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირების და გაუქმების წესს, აგრეთვე შენობის მთლიანი ფართობიდან სასტუმრო ნომრებად   გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიხედვით და სხვა მოთხოვნებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

N2946-Iს გამოქვეყნების თარიღი 24/12/2014

1. ტურისტული საწარმო არის იურიდიული პირი, რომელიც აშენებს სასტუმროს, ახორციელებს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდებას (გამოსყიდვის უფლებით ან უამისოდ) და ამ ქონების შემძენთან გაფორმებული სასყიდლიანი ხელშეკრულების (მათ შორის, იჯარის, სარგებლობის უფლების, მართვის უფლების, საკუთრების მინდობის, საშუამავლო ან/და სხვა მსგავსი სახელშეკრულებო პირობით) საფუძველზე უზრუნველყოფს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენებას.

 2. სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ ტურისტული საწარმო ვალდებულია:

 ა) დადგენილი ოდენობის ფართობი გამიზნული ჰქონდეს სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებლად;

 ბ) უზრუნველყოს, რომ შენობის (სასტუმროს) ექსპლუატაციაში მიღებიდან არაუმეტეს 10 კალენდარული წლის განმავლობაში კონკრეტული ობიექტიდან (სასტუმროდან) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ობიექტის/მისი ნაწილის სასტუმროდ ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ დეკლარირებული (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს მიერ აღნიშნული ობიექტის მიხედვით შესაბამის პერიოდში დამატებით დარიცხული) დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამურად (გარდა დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციებისა) არ იყოს სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიწოდების შედეგად ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვაზე ნაკლები.

 3. პირს ტურისტული საწარმოს სტატუსს კონკრეტული ობიექტის (სასტუმროს) მიხედვით ანიჭებს შემოსავლების სამსახური, რომელიც უფლებამოსილია ტურისტულ საწარმოს მოსთხოვოს უზრუნველყოფის საშუალებების წარდგენა, რომელთა ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვის 18 პროცენტს.

 4. ტურისტული საწარმოს სტატუსის პირისათვის მინიჭების, ტურისტული საწარმოს ფუნქციონირებისა და გაუქმების წესს, აგრეთვე შენობის მთლიანი ფართობიდან სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოსაყენებელი მინიმალური ფართობის ოდენობას თვითმმართველი ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა.

1. A Tourist Enterprise is a legal person that builds a hotel, supplies hotel assets/part of the assets to another person (with or without the right to buy back the assets), and on the basis of a commutative contract (including on the basis of a lease, right of use, right of administration, trusteeship, intermediary and/or other contract terms) concluded with the buyer of this property ensures that the hotel assets/ part of the assets are used as hotel rooms/apartments.

2. After the completion of the hotel construction, a Tourist Enterprise shall:

a) designate a fixed amount of space to be used for hotel rooms/apartments;

b) make sure that during a maximum of 10 calendar years after the acceptance of the building (hotel) for operation the total (including amounts additionally charged by the tax authority with respect to the given facility in the relevant period) VAT taxable turnover (other than transactions exempt from VAT) from a specific facility (hotel) declared by a Tourist Enterprise and/or by a person(s) invited under a relevant agreement for the functioning/operation of the facility/part of the facility as a hotel, is not less than the amount of the turnover exempt from VAT with the right of deduction under Article 168(4)(w) of this Code as a result of the supply of the hotel assets/part of the assets;

3. The status of a Tourist Enterprise shall be assigned to a person by the Revenue Service according to a specific facility (hotel). The Revenue Service may request the Tourist Enterprise to present guarantees, the value of which shall not exceed 18% of the turnover exempt from VAT with the right of deduction under Article 168(4)(w) of this Code.

4. The procedure for according the status of a Tourist Enterprise to a person, the procedure for its operation and cancellation, as well as the minimum amount of space from the total space of the building to be used as hotel rooms/apartments according to local self-government unitsshall be determined by the Government of Georgia.