∞ მუხლი 023. საერთაშორისო ფინანსური კომპანია / Article 23 - International financial company

1. საერთაშორისო ფინანსური კომპანია არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც თავისი უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში – რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი და გაიცემა ამ სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ამასთანავე, საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი უქმდება იმ კალენდარული წლისათვის, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტის უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს განცხადებაში საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის გაუქმების თაობაზე.
2. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციის განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლის 10 პროცენტს.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

2. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციის განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს მისი შემოსავლის 10 პროცენტს.

3. საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსს ანიჭებს საგადასახადო ორგანო. მისი მინიჭების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. საერთაშორისო ფინანსური კომპანია იქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ.

1. An international financial company is a financial institution that is granted the status of an international financial company and a certificate confirming that status for future calendar years, and in the case of state registration of such companies, for the current and for future calendar years, at the time of registration based on the application of its authorised representative. The status of an international financial company shall be cancelled for that calendar year which its authorised representative indicates in an application for cancellation of the status of an international financial company.

2. Income earned by an international financial company from a financial transaction performed and/or financial services delivered from a Georgian source must not exceed 10% of its income.

3. The status of an international financial company shall be granted by a tax authority. The procedure for granting the status shall be determined by an order of the Minister for Finance of Georgia.

4. An international financial company shall be established outside a Free Industrial Zone.