∞ მუხლი 015. ფინანსური ინსტრუმენტი, ფინანსური ოპერაცია, ფინანსური მომსახურება / Article 15 - Financial instruments, financial transactions, financial services

1. ფინანსური ინსტრუმენტი არის ნებისმიერი შეთანხმება (ხელშეკრულება), რომელიც წარმოშობს როგორც ერთი პირის ფინანსურ აქტივს, ისე მეორე პირის ფინანსურ ვალდებულებას. იგი მოიცავს: ფულად სახსრებს (ნაღდი და უნაღდო ფორმით), სესხებს (კრედიტებს), სასესხო ვალდებულებებს, თამასუქებსა და ფასიან ქაღალდებს, მათ შორის: კაპიტალში წილებს, აქციებს, ობლიგაციებს და ისეთ წარმოებულ ფასიან ქაღალდებს, როგორებიცაა: ოფციონი, ფიუჩერსი, ფორვარდი, სვოპი და სხვა. ფინანსური ინსტრუმენტი აგრეთვე მოიცავს ფულადი გამოსახვის მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ ნებისმიერ შეთანხმებას ორ სუბიექტს (კონტრაგენტს) შორის. ამასთანავე, თუ აღნიშნული შეთანხმების არსებობის პერიოდში მის ნებისმიერ ეტაპზე ამ შეთანხმების შედეგად განხორციელდა საქონლის ან/და მომსახურების მიწოდება, გარდა ფინანსური ოპერაციებისა და მომსახურების მიწოდებისა, ამ ფინანსური ინსტრუმენტის მფლობელ სუბიექტებს შორის ან/და მესამე პირებისათვის/მესამე პირებისაგან, ასეთი მიწოდების მომენტიდან იგი აღარ ითვლება ფინანსურ ინსტრუმენტად.
2. ფინანსურ ოპერაციას მიეკუთვნება:
ა) ყველა სახის ანგარიშის (მათ შორის, მიმდინარე, ანგარიშსწორების, სადეპოზიტო, საბროკერო და სხვა ანგარიშის) გახსნა, განკარგვა, დახურვა, აგრეთვე ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა, მათ შორის, საგადახდო სისტემაში ტრანსფერორდერის დამუშავება/შესრულება, კლირინგი და ანგარიშსწორება ნაღდი ან უნაღდო ფორმით (მათ შორის, საინკასაციო მომსახურება);
ბ) ფინანსური ინსტრუმენტის მიმოქცევა და მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები ნაღდი და უნაღდო ფორმით და ნებისმიერი საგადახდო ინსტრუმენტით სარგებლობა;
გ) კრედიტის (სესხის) აღება/გაცემა/გადაცემა, სინდიცირება, სტრუქტურირება, მართვა და განკარგვა, მათ შორის, კრედიტის (სესხის) უზრუნველსაყოფად განხორციელებული ქმედებები (ქონების/აქტივის დაგირავება, საკრედიტო რისკის მესამე პირზე ნაწილობრივ ან მთლიანად გადაყიდვა, გარანტიების ან ანალოგიური შინაარსის ფინანსური ინსტრუმენტების გაცემა/დამოწმება/მართვა/განკარგვა ან ასეთი ინსტრუმენტის შეძენა/მის ბენეფიციარად ყოფნა), აგრეთვე კრედიტის (სესხის) მომსახურება (საპროცენტო სარგებლისა და ძირის გადახდა) და კრედიტზე (სესხზე) საპროცენტო სარგებლისა და კრედიტის (ძირის) დაფარვის მიღება, ასევე ფაქტორინგი;
დ) კაპიტალში წილების, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან, შეძენასთან, მიმოქცევასთან და მიწოდებასთან (მათ შორის, მომავალში) დაკავშირებული ოპერაციები, მათ შორის, მათი მიმოქცევის უზრუნველყოფა;
ე) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების ან/და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ემისია, მართვა (მათ შორის, საპენსიო და საინვესტიციო ფონდების ან დანაზოგთა სხვა კოლექტიური და ინდივიდუალური სქემების ფორმირება, მათში ფინანსური ინსტრუმენტების აკუმულირება), განკარგვა, განთავსება (მათ შორის, მესამე პირებთან, გარანტირებულ და არაგარანტირებულ საფუძვლებზე), ნომინალურ მფლობელობაში მიღება/გადაცემა, სესხება/გასესხება დროებით (რეპოს) საფუძველზე, ადმინისტრირება, მათ შორის, რეგისტრაცია (რეესტრის ფორმირება/წარმოება), გადაცემა, დაბლოკვა/განბლოკვა, დატვირთვა/ განტვირთვა, სხვა დეპოზიტარული (მათ შორის, სპეციალური დეპოზიტარის) და კასტოდიანური (შენახვა და აღრიცხვის წარმოება) ოპერაციები, მათი სამართლიანი ღირებულების დადგენა , აგრეთვე ფინანსური გირაოს გაცემა/მიღება/მართვა;
ვ) ფინანსური ინსტრუმენტებით გარიგების პირობებისა და ანგარიშსწორების გარანტად (მათ შორის, მესამე მხარედ) გამოსვლა; 
ზ) კორპორატიული ოპერაციები, კერძოდ, აქციების და კაპიტალში წილების დანაწევრება, კონსოლიდაცია, კაპიტალის გაზრდა/შემცირება (მათ შორის, კაპიტალის გაზრდაში მონაწილეობის უფლებების ემისია, შეძენა/გასხვისება და მიმოქცევა), ორი ან ორზე მეტი იურიდიული პირის შერწყმა/იურიდიული პირის ორ ან ორზე მეტ იურიდიულ პირად დაყოფა, ლიკვიდაცია, დივიდენდების დარიცხვასთან/აღრიცხვასთან და გადახდასთან დაკავშირებული მომსახურება (ფულადი ან კანონით დაშვებული ნებისმიერი სხვა ფორმით);
თ) დაზღვევა ან/და გადაზღვევა.
3. ფინანსურ მომსახურებას მიეკუთვნება ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურება, მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის მომსახურება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
4. ამ კოდექსით გათვალისწინებული თანამფლობელობის (ამხანაგობის) შემთხვევაში მფლობელის წილი, თუ მასზე არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, აგრეთვე ქონებაზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში უფლება არის ფინანსური ინსტრუმენტი.

1. A financial instrument is an agreement (contract) that gives rise to both a financial asset of one person and a financial liability of another person. It includes: funds (cash or non-cash), loans (credits), loan obligations, promissory notes and securities, shares in capital, shares, bonds and such derivatives as: options, futures, forwards, swaps, etc. Financial instruments also include any agreement between two entities (contracting parties) that is denominated in money and permitted by the legislation of Georgia. At the same time, if goods and/or services, except for financial transactions and supply of services, are supplied under that agreement or at any stage of the operation of that agreement, between the holders of that financial instrument and/or for/from third persons, the agreement shall no longer be considered a financial instrument after such supply.

2. The following shall be a financial transaction:

a) opening, managing, closing any type of account (including current, settlement, deposit, brokerage, etc. accounts), as well as using any payment instrument, including processing/executing transfer orders in the payment system, as well as carrying out clearing and cash or non-cash settlements (including collection services);

b) circulation of financial instruments and cash or non-cash transactions relating to the circulation, as well as the use of any payment instrument;

c) obtaining/issuing/transferring, syndicating, structuring, managing and using a credit (loan), including actions taken to secure a credit (loan) (pledging property/assets, re-selling the credit risk to a third person in whole or in part, issuing/certifying/managing/using guarantees or similar financial instruments or acquiring/being the beneficiary of such instruments), as well as credit (loan) servicing (payment of interest and principal), factoring, and receiving interest and credit (principal) payments on a credit (loan);

d) transactions related to the issue, acquisition, circulation and supply (including in the future) of shares in capital, shares, bonds, certificates, promissory notes and other securities, including transactions carried out to ensure their circulation;

e) issue of funds, securities and/or other financial instruments, their management (including formation of pension and investment funds or other collective or individual savings plans, as well as accumulation of financial instruments in them), use, placement (including with the third persons on a guaranteed or non-guaranteed basis), receipt/transfer into nominal holding, lending/borrowing on a temporary (REPO) basis, administration, including registration (opening/maintenance of a register), transfer, blocking/unblocking, encumbering/releasing of encumbrance, other depositary (including of a special depositary) and custodian (safekeeping and recording) transactions, establishing their fair value, as well as issue/receipt/management of financial collaterals;

f) acting as a guarantor (including as a third party) for the transaction terms and settlements of financial instruments;

g) corporate transactions, in particular, splitting or consolidation of stocks and shares in capital, increase/reduction of capital (including issuing, acquiring/alienating and circulating the right of participation in the increase of capital), merger of two or more legal persons, division of a legal person into two or more legal entities, liquidation of a legal person, services related to accrual/accounting for and payment of dividends (in monetary or any other form allowed by law);

h) insurance and/or re-insurance.

3. Financial services shall include services related to financial instruments and/or financial transactions, including services of a payment service provider and of a payment system operator under the Law of Georgia on Payment Systems and Payment Services.

4. In the case of a joint ownership (partnership) provided for by this Code, an owner’s interest in the joint ownership shall be treated as a financial instrument if no property is attached to it or if the property is not registered in the owner’s name; also, if the right to a property is registered in advance, the right shall be a financial instrument.