∞ მუხლი 010. საქველმოქმედო საქმიანობა / Article 10 - Charitable activity

ა) დახმარების უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის:

ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: ინვალიდებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;

57-Iს 2017 წლის 1 თებერვლიდან

ა.ა) იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებიც სოციალურ დაცვას, სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ, აგრეთვე ხელმოკლე ფიზიკური პირებისათვის, მათ შორის: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, მოხუცებულებისათვის, ობოლი ბავშვებისათვის, მარჩენალდაკარგულებისათვის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისათვის და იძულებით გადაადგილებული პირებისათვის – ავადმყოფებისათვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მათი წევრებისათვის, ომების, შეიარაღებული კონფლიქტების, ავარიების, სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოოტიების შედეგად დაზარალებულებისათვის;

ა.ბ) ბავშვთა, მოხუცებულთა და ინვალიდთა მომვლელი ან მომსახურე ორგანიზაციებისათვის, მათ შორის: ბავშვთა სახლებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, სკოლამდელი და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, მოხუცებულთა სახლებისათვის, უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;

5372-IIს 2017 წლის 1 აპრილიდან

ა.ბ) ბავშვთათვის, ხანდაზმულთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციებისათვის, მათ შორის, სააღმზრდელო დაწესებულებებისათვის, სკოლა-ინტერნატებისათვის, ინტერნატებისათვის, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის და სხვა საბავშვო დაწესებულებებისათვის, ხანდაზმულთა მომსახურებისათვის უფასო სასადილოებისათვის, სამედიცინო დაწესებულებებისათვის, სარეაბილიტაციო ცენტრებისათვის;


ა.ე) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ფიზიკური პირებისათვის – მათი ტალანტის განვითარების მიზნით;
ა.ვ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებისათვის – მათში მოთავსებულ პირთა მოვლის ან სამედიცინო მომსახურების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ა.ზ) იმ პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციების მიერ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელება შემდეგ სფეროებში: ადამიანის უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა, დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კულტურა, განათლება, მეცნიერება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური დაცვა, ფიზიკური აღზრდა და სამოყვარულო სპორტი, ხელოვნება.
2. ქველმოქმედებას არ მიეკუთვნება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საქმიანობა:
ა) განხორციელებული სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ;
ბ) განხორციელებული საწარმოს, პოლიტიკური პარტიის ან არჩევნებში მონაწილე სხვა საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად;
გ) განხორციელებული ფიზიკური პირის მიერ საკუთარი ნათესავებისათვის ან იურიდიული პირის მიერ თავისი მმართველობის ორგანოთა ხელმძღვანელებისათვის და მათი ნათესავებისათვის;
დ) თუ ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.

1. Charitable activity includes:

a) disinterested and voluntary assistance rendered directly or through a third person, to persons who need such assistance, including:

a.a) to natural persons in need of social protection, medical assistance, as well as low-income natural persons, including: the disabled, the elderly, orphan children, those that have lost breadwinners, persons with a refugee or humanitarian status, and internally displaced persons, ill persons, large families and their members, victims of wars, armed conflicts, accidents, natural disasters, catastrophes, epidemics and/or epizooties;

[a.a) to natural persons in need of social protection, medical assistance, as well as low-income natural persons, including: persons with disabilities, the elderly, orphan children, those that have lost breadwinners, persons with international protection and internally displaced persons – ill persons, large families and their members, victims of wars, armed conflicts, accidents, natural disasters, catastrophes, epidemics and/or epizooties. (Shall become effective from 1 February 2017)]

a.b) to organisations that provide care or services to children, the elderly and the disabled, including: children's homes, boarding schools, boarding homes, preschool and other children facilities, old people’s homes, soup kitchens, medical institutions, rehabilitation centres;

[a.b) to organisations providing services to children, the elderly and persons with disabilities, including fostering institutions, residential schools, boarding schools, early and preschool fostering and educational institutions and other children facilities, soup kitchens for serving the elderly, medical institutions, and rehabilitation centres; (Shall become effective from 1 April 2017)]

a.c) to charitable organisations;

a.d) to religious organisations;

a.e) to specially gifted natural persons – to develop their talent;

a.f) to penitentiary institutions – to improve care and medical services of persons placed in these institutions;

a.g) to persons engaged in the activity provided for in paragraph 1(b) of this article;

b) the performance of socially beneficial activities by organisations in the following spheres: protection of human rights, protection of environment, development of democracy and civil society; culture, education, science, healthcare, social protection, physical education, amateur sports, and art.

2. Charity shall not include activities referred to in the first paragraph of this article if the activities are:

a) performed by state and local self-government bodies;

b) performed to support an enterprise, a political party or any other person participating in elections;

c) performed by a natural person for his/her own relatives or by a legal person for the heads of its management bodies and their relatives;

d) regarded as sponsorship by the Law of Georgia on Advertising.