∞ მუხლი 008. ტერმინთა განმარტება / Article 8 - Definition of terms

1. არაამორტიზებადი ძირითადი საშუალება – ძირითადი საშუალება, რომელიც ექსპლუატაციის დროს არ კარგავს თავის ღირებულებას.
2. არამატერიალური აქტივი – ფიზიკური ფორმის არმქონე, იდენტიფიცირებადი არაფულადი აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, სხვისთვის იჯარით გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის. არამატერიალურ აქტივს მიეკუთვნება: საავტორო უფლება, პატენტი, სავაჭრო ნიშანი, გუდვილი, კომპიუტერული პროგრამა, ლიცენზია, იჯარის უფლება, ფრანჩიზი, საბადოს დამუშავების უფლება, იმპორტისა და ექსპორტის სპეციალური უფლებები და სხვა ამგვარი არამატერიალური აქტივები.
3. არაპირდაპირი გადასახადი – გადასახადი (დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი, იმპორტის გადასახადი), რომელიც დგინდება მიწოდებული (იმპორტირებული) საქონლის ან/და გაწეული მომსახურების ფასზე დანამატის სახით და რომელსაც იხდის მომხმარებელი (იმპორტიორი) ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის ან/და მომსახურების შეძენისას (იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდება.
4. არარეზიდენტი – პირი, რომელიც არ არის რეზიდენტი.

5. აღიარებული საგადასახადო დავალიანება – საგადასახადო დავალიანება, თუ:

N3581-IIს გამოქვეყნების თარიღი 15/05/2015

ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო/საბაჟო დეკლარაცია, აგრეთვე ამ კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის დასკვნის შესაბამისად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგება;

ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

6. ბიოლოგიური აქტივი – ცხოველი ან მცენარე.
 6–1 . სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა − ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ით გათვალისწინებული საქმიანობა.
 6–2 . სოფლის მეურნეობის პროდუქცია − სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად ( სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა).
 6–3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი – იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
7. ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (შემდგომში – ბასს) – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომისიის მიერ დამტკიცებული და საქართველოს პარლამენტთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები.
8. გადასახადების ადმინისტრირება – გადასახადების გამოანგარიშებასთან, გადახდასთან და დეკლარირებასთან, საგადასახადო კონტროლთან, აგრეთვე გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვასთან, ინფორმირებასთან და საგადასახადო ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ფორმების, მეთოდებისა და წესების ერთობლიობა, რომლებსაც საგადასახადო ორგანოები ახორციელებენ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის აღსრულების პროცესში.
9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – გადასახადის გადამხდელისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიკუთვნებული ნომერი.
10. გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

4680-რს 2016 წლის 1 იანვრიდან

11. დანაკლისი – გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად საქონლის არამატერიალური ფორმით მარკირების/ნიშანდების შემთხვევაში დანაკლისად არ ჩაითვლება ამ საქონლის წარმოების პროცესში მწარმოებლის მიერ გამოვლენილი დანაკარგი.
12. დივიდენდი – აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. ამასთანავე, დივიდენდს არ მიეკუთვნება:
ა) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ან აქციის/წილის გამოსყიდვისას ფულადი ან ნატურალური ფორმით განხორციელებული გადახდა (განაცემი), რომელიც არ აღემატება კაპიტალში (საწესდებოსა და საემისიოში) აქციონერის/მოწილის მიერ განხორციელებული შენატანის ოდენობის ფარგლებს;
ბ) იურიდიული პირის აქციონერზე/მოწილეზე განხორციელებული გადახდა ამავე იურიდიული პირის აქციის/წილის საკუთრებაში გადაცემით.
13. თავისუფლად მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდი – საფონდო ბირჟის ლისტინგში სავაჭროდ დაშვებული საჯარო ან სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომლის თავისუფალი ბრუნვის კოეფიციენტი საანგარიშო წლის წინა წლის 31 დეკემბრის ან საანგარიშო წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფასიანი ქაღალდების ემიტენტის მიერ საფონდო ბირჟისათვის მიწოდებული ინფორმაციით, უნდა აღემატებოდეს 25 პროცენტს.
14. კომპენსაცია – პირის მიერ საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ან ხარჯების, დანაკარგის ან დანაკლისის ანაზღაურების მიზნით მიღებული ქონება ან/და სარგებელი.
15. მატერიალური აქტივი – აქტივი, რომელიც არ არის არამატერიალური აქტივი.
16. ოჯახი – პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამ კოდექსის მიზნებისათვის თავად გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან.
17. პარტნიორი – პარტნიორი, აქციონერი, კომანდიტი, კომპლემენტარი, კოოპერატივის წევრი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
18. პირი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, საწარმო ან ორგანიზაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.
19. პროცენტი – ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული). ამასთანავე, ამ ნაწილის მიზნებისათვის:
ა) სავალო ვალდებულებას არ მიეკუთვნება საქონლის მიწოდებით ან/და მომსახურების გაწევით წარმოშობილი სავალო ვალდებულებები ან გარანტიითა და თავდებობით ან/და სხვა ამგვარი ოპერაციებით წარმოქმნილი ვალდებულებები;
ბ) პროცენტად ითვლება :
ბ.ა) საპენსიო დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მზღვეველის მიერ დაზღვეულისათვის გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება (თანხა) ამ ანაზღაურების მისაღებად განხორციელებული სადაზღვევო შენატანების გამოკლებით;
ბ.ბ) კრედიტთან (სესხთან), დეპოზიტთან, ანაბართან, ობლიგაციასთან დაკავშირებული გადასახდელი;
ბ.გ) შემოსავალი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და ობლიგაციებიდან, მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით;
გ) პროცენტად არ ითვლება ჯარიმა დაგვიანებული გადახდისთვის ან დაგვიანებული მიწოდებისთვის.
20. რეზიდენტი – რეზიდენტი ფიზიკური პირი ან რეზიდენტი იურიდიული პირი (საქართველოს საწარმო ან საქართველოს ორგანიზაცია).
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და ტექნოგენური წარმონაქმნების გადამუშავების პროცესში წიაღით სარგებლობის უფლების საფასური;
ბ) საავტორო უფლების, პროგრამული უზრუნველყოფის, პატენტის, ნახაზის, მოდელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;
გ) სამრეწველო, სავაჭრო ან სამეცნიერო-კვლევითი მოწყობილობის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;
დ) ნოუ-ჰაუს გამოყენებისათვის მიღებული შემოსავალი;
ე) კინოფილმის, ვიდეოფილმის, ხმის ჩანაწერის ან ჩაწერის სხვა საშუალების გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;
ვ) საიდუმლო ფორმულის ან პროცესის, ასევე სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციის გამოყენებისათვის ან გამოყენების უფლების სხვა პირისთვის გადაცემისათვის მიღებული შემოსავალი;
ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით ტექნიკური დახმარების გაწევისათვის ან ამ უფლებათა გამოყენებაზე უარის თქმით მიღებული შემოსავალი.
22. სააღრიცხვო დოკუმენტაცია – პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
23. საგადასახადო დავალიანება – სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის.
24. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურა – სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც მიღებულია „საქონლის აღწერილობისა და კოდირების სისტემის ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად.
25. საერთაშორისო გადაზიდვა – ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან სარკინიგზო ტრანსპორტით, საზღვაო, სამდინარო ან საჰაერო ხომალდით მგზავრთა, საქონლის (მათ შორის, ფოსტის) სხვადასხვა სახელმწიფოში, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოა, მდებარე ორ პუნქტს შორის ნებისმიერი გადაზიდვა. ამასთანავე, საერთაშორისო გადაზიდვას არ მიეკუთვნება:
ა) გადაზიდვა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ საქართველოს საზღვრების გარეთ მდებარე პუნქტებს შორის ან მხოლოდ საქართველოს საზღვრების შიგნით მდებარე პუნქტებს შორის;
ბ) საქონლის მილსადენით და ელექტროგადამცემი ხაზით გადაადგილება.
26 . საემისიო კაპიტალი – სხვაობა საწარმოს მიერ აქციების პირველადი განთავსებიდან მიღებულ ან მისაღებ თანხასა და ამ აქციების ჯამურ ნომინალურ ღირებულებას შორის, აგრეთვე სამეწარმეო საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი შესატანის ღირებულების მეტობა დათქმულ თანხაზე.

27. სათამაშო ბიზნესით დაკავებული პირისაგან მიღებული მოგება – შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება ფიზიკური პირის (მოთამაშის) მიერ აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან ერთ ბილეთზე, ჟეტონზე, მონეტაზე ან/და სხვა საშუალებაზე მიღებული და დადებული თანხის ან/და ნივთის ღირებულების დადებითი სხვაობით.

28. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა – პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.
29. უიმედო ვალი – საქონლის ან/და მომსახურების რეალიზაციის ან აღნიშნულის ფარგლებში წინასწარი გადახდის შედეგად გადასახადის გადამხდელის მიერ აღიარებული მოთხოვნა ან მისი ნაწილი, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც არ იქნა ანაზღაურებული მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლომდე, ამასთანავე, არსებობს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) ცნობა აღსრულების ორგანოდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად მიქცევის შედეგად კრედიტორის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით კუთვნილი თანხის მიუღებლობის ან ნაწილობრივ მიღების თაობაზე;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება შესაბამისი პირის მიმართ გადახდისუუნარობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღების ან გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების ან/და რეაბილიტაციის დაწყების შესახებ, თუ მოსამართლის მიერ ამ კრედიტორის მოთხოვნა არ იქნა აღიარებული;
დ) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ან გარდაცვალების ცნობა.

მუხლი 309. გარდამავალი დებულებანი

14. ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით წარმოშობილი უიმედო ვალი ჩამოიწერება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, ამ კოდექსის მე-8 მუხლის 29-ე ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების გაუთვალისწინებლად.

30. ქონება – ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა შეუზღუდავად შეძენა, ფლობა, განკარგვა და სარგებლობა შეუძლიათ პირებს.
31. ძირითადი საშუალება – მატერიალური აქტივი, რომელსაც პირი იყენებს საქონლის წარმოების, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის, იჯარით (მათ შორის, ლიზინგით) გადაცემის ან/და ადმინისტრაციული მიზნებისათვის და რომლის სასარგებლო გამოყენების ვადა ერთ წელზე მეტია.
32. ძირითადი საშუალების რემონტის ხარჯები – ხარჯები, რომლებიც ამაღლებს ძირითადი საშუალების ამოსავალ (თავდაპირველ, ნორმატიულ) მწარმოებლურობას (მათ შორის, შენობა-ნაგებობის ელემენტების მოდიფიკაცია (რეკონსტრუქცია) მათი სასარგებლო მომსახურების ვადის გახანგრძლივების მიზნით და მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად; მანქანა-დანადგარის ნაწილების გაუმჯობესება მათი მწარმოებლურობის ამაღლების უზრუნველსაყოფად და ახალი საწარმოო პროცესების დანერგვა), გარდა მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა, რომლებიც გაიწევა ძირითადი საშუალების ამოსავალი მწარმოებლურობის აღდგენის ან შენარჩუნების მიზნით.
33. წარმომადგენლობითი ხარჯი – პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯი, რომელიც მოიცავს:
ა) პირის სახელით გამართული ღონისძიებებისათვის (პრეზენტაციები, მიღებები) გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს;
ბ) საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების ხარჯებს;
გ) სუვენირების შეძენის ხარჯებს;
დ) სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯებს, მათ შორის:
დ.ა) საკონსულო მომსახურების (ვიზების გაფორმება, ვადის გაგრძელება) ხარჯებს;
დ.ბ) აეროპორტში დახვედრისა და გაცილების (VIP-დარბაზის მომსახურება) ხარჯებს;
დ.გ) სატრანსპორტო მომსახურების ხარჯებს;
დ.დ) სასტუმრო მომსახურების (ადგილების დაჯავშნა, ცხოვრების ღირებულება) ხარჯებს;
დ.ე) მიღებებისა და წვეულებებისათვის გათვალისწინებულ (წვენები, მინერალური წყლები, გამაგრილებელი სასმელები, ჩაი, ყავა, საუზმე, სადილი, ვახშამი, ბანკეტი) ხარჯებს.
34. წმინდა აქტივები – სხვაობა პირის აქტივებსა და მის ვალდებულებებს შორის.
35. ვირტუალური ზონის პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას და მინიჭებული აქვს შესაბამისი სტატუსი.
36. საინფორმაციო ტექნოლოგიები – კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები.
37. ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტი – პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც „ თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აშენებს სასტუმროს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას.
38. ლიზინგი − ლიზინგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, თუ ლიზინგის საგანი არის ამორტიზაციას დაქვემდებარებული აქტივი .
39. სალიზინგო კომპანია − საწარმო, რომლის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი ერთობლივი შემოსავლის არანაკლებ 70%-ია.

5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

39. სალიზინგო კომპანია − საწარმო, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი მისი შემოსავლის არანაკლებ 70 პროცენტია.

40. შემოწირულებაორგანიზაციის მიერ უსასყიდლოდ მიღებული საქონელი/მომსახურება, მათ შორის, ფულადი სახსრები.

4037-რს 2016 წლის 1 იანვრიდან

41. მაღალმთიანი დასახლება – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება.

42. მაღალმთიანი დასახლების საწარმო – საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს მაღალმთიან დასახლებაში და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.


5092-IIს 2017 წლის 1 იანვრიდან

43. წმინდა მოგება − მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

44. შემოსავალი − შემოსავალი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

45. ლომბარდი − პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა გირავნობით უზრუნველყოფილი სესხების (კრედიტების) გაცემა და კალენდარული წლის განმავლობაში ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მისი შემოსავლის არანაკლებ 70 პროცენტია.

1. Non-depreciable fixed asset – a fixed asset not losing its value during the process of operation.

2. Intangible asset – an identifiable non-monetary asset without physical substance used by a person for manufacturing goods, supplying goods/rendering services, leasing it to others and/or for administrative purposes. Intangible assets include: copyright, patent, trademark, goodwill, software, licence, leasehold, franchise, mining rights, special import and export rights and other similar intangible assets.

3. Indirect tax –a tax (value added tax, excise tax, import duty) imposed as an addition to the price of goods supplied (imported) and/or services rendered and that is paid by a consumer (importer) when purchasing (importing) goods and/or services at the price increased by such tax. The obligation to pay an indirect tax to the budget is imposed upon the supplier (importer) of goods and/or services who is referred to as a taxpayer for the purposes of this Code.

4. Non-resident – a person who is not a resident.

5. Acknowledged tax arrears – tax arrears, if:

a) the basis of tax assessment is a tax return/customs declaration;

b) a person has failed to appeal a tax notice issued by a tax authority, or the decision of a dispute resolution authority, within the timeframe set by this Code;

c) the Revenue Service and a taxpayer have signed an agreement to reduce tax arrears;

d) a court decision on the lawfulness of the tax assessment has taken effect.

6. Biological asset – an animal or a plant.

61. Agricultural activity –activity under International Accounting Standards 41.

62. Agricultural produce – produce obtained from agricultural activity. At the same time, changing of a commodity classification code as a result of biological transformation or harvesting product from a biological asset (detachment of produce or the cessation of the life process of a biological asset) shall not be considered as industrial processing (changing commodity classification code) of agricultural produce.

63. Agricultural cooperative – a legal person that has been granted the status of an agricultural cooperative under the Law of Georgia on Agricultural Cooperatives.

7. International Accounting Standards (‘IAS’) – the standards approved by the International Accounting Standards Committee and introduced for application under the resolution of the Commission of Accounting Standards of the Parliament of Georgia.

8. Administration of taxes – a set of forms, methods and rules employed by tax authorities when enforcing the tax legislation of Georgia to ensure the computation, payment and declaration of taxes, as well as tax control, registration and notification of taxpayers, and the fulfilment of tax liabilities.

9. Taxpayer identification number – a number allocated to a taxpayer under the tax legislation of Georgia.

10. Long-term contract – a contract that is not completed in the same calendar year in which the services under the contract commence and when it contracts for the manufacture, installation, construction or delivery of services related to those activities, except for a contract that expires within six months after the commencement of the services under the contract.

11. Shortage – shortage of inventory and/or fixed assets identified during the comparison (including by means of stock-taking) of inventory and/or fixed assets with a taxpayer's accounting records. Shortage in connection with inventory that cannot be physically warehoused (electric and thermal energy, gas and water) shall be the difference between the purchased (according to proof of purchase documents) and the sold (actually released from a taxpayer) inventory, provided that the customer (payer) and/or the person misappropriating the inventory and/or fixed assets cannot be identified. At the same time, a competent authority may set a maximum amount of loss. In such case, the loss in excess of that amount shall be deemed as shortage. In the case of stamping/marking of the goods in immaterial form in accordance with procedures determined by the tax legislation of Georgia, the loss identified by the manufacturer in the process of manufacturing shall not be deemed as shortage.

12. Dividend – any income (including interest from preference shares) earned by a shareholder/interest-holder from shares or rights (interests) as a result of a distribution of profits made by a legal person to its shareholders/interest-holders in proportion, or not in proportion, to their shares/rights in the capital. Dividends shall not include:

a) payments (disbursements) made in cash or in kind at the time of liquidation of a legal person or at the time of buying out shares/interest, which does not exceed the amount of the contribution made by a shareholder/interest-holder to the capital (authorised and additional paid-in capital);

b) payment made to a shareholder/interest-holder of a legal person by transferring the shares/interest of the same legal person into ownership.

13. floating securities – public or debt securities listed on a stock exchange, the floating rate of which, according to the information provided by the issuer to the stock exchange, must exceed 25% as of 31 December of the year preceding the accounting year or as of 31 December of the accounting year.

14. Compensation – property and/or benefit received by a person in compensation for the supply of goods, rendering of services, costs, loss or shortage.

15. Tangible asset – any asset that is not an intangible asset.

16. Family – a person, his/her spouse, minor children and step-children, as well as parents, children and step-children, sisters, brothers, grandmothers, grandfathers, grandchildren permanently living with the person while maintaining a common household. For the purposes of this Code, a taxpayer shall unconditionally define the circle of persons (from the above ones) who live with him/her permanently and maintain a common household.

17. Partner – a partner, a shareholder, a limited partner, a general partner, a member of a cooperative under the Law of Georgia on Entrepreneurs.

18. Person – a natural or legal person under the Civil Code of Georgia, an enterprise, or an organisation under the Tax Code of Georgia.

19. Interest – any pre-declared (established) income (including that received as a discount) from any debt claim related to cash investments or debt obligations (whether backed by mortgage or securitised in any other way). At the same time, for the purposes of this paragraph:

a) debt obligations shall not include debt obligations arising from the supply of goods and/or rendering of services, or obligations arising from guarantee and/or surety and/or other similar transactions;

b) the following shall be regarded as interest:

b.a) insurance compensation (amount) paid by the insurer to the insured under a pension insurance contract minus the insurance premiums paid for receiving such compensation;

b.b) an amount payable in respect of a credit (loan), deposit, bond;

b.c) income from government securities and bonds, including the premiums and profits accrued on them.

c) a penalty for delayed payment or delayed delivery shall not be regarded as interest.

20. Resident – a resident natural or legal person (a Georgian enterprise or a Georgian organisation).

21. Royalty:

a) a fee for the right to use subsoil in the course of extracting minerals and processing anthropogenic formations;

b) income received for the right to use copyrights, software, patents, drawings, models, trademarks or other intellectual property or for transferring the right to another person;

c) income received for the right to use industrial, trade or research equipment or for transferring the right to another person;

d) income received for the use of know-how;

e) income received for the right to use cinematograph films, video films, audio records or other recording devices or for transferring the right to another person;

f) income received for the right to use a secret formula or process, as well as information containing industrial, commercial or scientific experience or for transferring the right to another person;

g) income received for providing technical assistance in connection with the rights provided for in this paragraph or from the waiver of these rights.

22. Accounting documents – source documents (including tax source documents), ledgers and other documents on the basis of which objects of taxation and objects related to taxation are determined and tax liabilities are established.

23. Tax arrears – the difference between the amount of taxes and/or sanctions not paid on time by a taxpayer and the overpaid amount of taxes and/or sanctions.

24. Foreign Economic Activity Commodity Nomenclature – a system of commodity classification codes, adopted under the International Convention on Harmonization of Commodity Description and Coding System.

25. International carriage – any carriage of passengers, goods (including mail), by road, rail, sea, river or air, between two points located in different States, one of which is Georgia. At the same time, international carriage shall not include:

a) carriage performed only between the points outside the territory of Georgia or only between the points within the territory of Georgia;

b) transportation of goods through pipelines or power transmission lines.

26. additional paid-in capital – the difference between the amount received or receivable by an enterprise from an initial public offering of shares and the total nominal value of those shares, as well as the excess of the value of non-cash contributions made at the moment of founding of an entrepreneurial company over the agreed upon amount.

27. Profit received from a person engaged in a gambling business – income that is a positive difference between the amount received by a natural person (player) from one ticket, counter, coin and/or other means of gambling and games of chance and the amount of the stake and/or the cost of the item.

28. Inventory – raw materials, materials, semi-finished goods, spare parts, containers and finished products (goods) used by a person in the ordinary course of business under International Accounting Standards.

29. Bad debt – claim or part of it recognised by a taxpayer as a result of the sale of goods and/or services or as a result of the prepayment made in respect of such sale, the due date of which has expired and which has not been paid by the end of the current tax year, and at the same time one of the following documents are available:

a) a final judgement of the court on refusal to satisfy the claim;

b) a notice from an enforcement agency regarding the receipt or non-receipt by a creditor of the amount payable to him/her under a court decision as a result of the enforcement of a writ of execution;

c) a court’s final ruling on admitting an application for insolvency proceedings, initiating bankruptcy proceedings and/or rehabilitation in relation to the relevant person, unless the judge has recognised the creditor’s claim;

d) a notice of revocation of registration issued by the Register of Entrepreneurial and Non-entrepreneurial (Non-commercial) Legal Entities or a death certificate.

30. Property – assets of every kind both tangible and intangible, which can be purchased, possessed, managed and used by persons without limitation.

31. Fixed asset – a tangible asset that a person uses for manufacturing goods, supplying goods/rendering services, for renting out (including leasing out) and/or for administrative purposes, the useful life of which is longer than a year.

32. Fixed asset repair costs – costs, which increase the initial (original, standard) efficiency of fixed assets (including, modification (reconstruction) of the elements of buildings and structures to prolong their useful life and increase their efficiency; improvement of the parts of equipment and machinery to increase their efficiency, and introduction of new production processes), other than current maintenance costs, which are incurred in relation to restoring and maintaining the initial efficiency of the fixed assets.

33. Entertainment expenses –expenses incurred by a person within the scope of economic activity, which include:

a) expenses (for juices, mineral waters, soft drinks, tea, coffee, breakfast, lunch, dinner, banquet) related to events (presentations, receptions) arranged on behalf of a person;

b) expenses for excursions and cultural and entertainment events;

c) souvenir costs;

d) guest service costs, including:

d.a) consular service (visa processing and extension) costs;

d.b) costs of meeting and departure at an airport (VIP Hall service);

d.c) transportation costs;

d.d) hotel service (reservation, accommodation) costs;

d.e) costs related to receptions and parties (juices, mineral waters, soft drinks, tea, coffee, breakfast, lunch, dinner, and banquets).

34. Net assets –difference between a person's assets and liabilities.

35. A virtual zone person – a legal person engaged in IT activities and holding an appropriate status.

36. Information Technologies (IT) – studying, supporting, developing, designing, producing and introducing computer information systems, as a result of which software products are obtained.

37. Tourist zone entrepreneur – a person (entrepreneurial entity) who builds a hotel and ensures its operation under the Law of Georgia on Promoting the Development of Free Tourist Zones.

38. Leasing – leasing within the meaning of the Civil Code of Georgia, if the leased item is a depreciable asset.

39. Leasing Company – an enterprise whose income from leased out property during a calendar year is at least 70% of its income.

40. Donation – goods/services, including funds received by an organisation as gifts.

41. High-mountain settlement – a high-altitude settlement as defined by the Law of Georgia on the Development of High-mountain Areas.

42. High-mountain settlement enterprise – an enterprise/individual entrepreneur that carries on business in a high-mountain settlement and enjoys the status of a high-mountain settlement enterprise under the Law of Georgia on the Development of High-mountain Areas.

43. Net profit – any profit that can be distributed as dividend, under the procedure established by the legislation of Georgia.

44. Income – any income according to the international accounting standards.

45. Pawnshop – an entity whose major activity is granting loans (credits) secured by a mortgage, and whose income from this activity is at least 70% of its income.