☼ მუხლი 001. საქართველოს საგადასახადო კოდექსის რეგულირების სფერო / Article 1. - Scope of regulation

ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
In accordance with the Constitution of Georgia, this Code sets forth the general principles of formation and operation of the tax system of Georgia, governs the legal relations involved in the movement of passengers, goods and vehicles across the customs border of Georgia, determines the legal status of persons, tax payers and competent authorities involved in legal relations, determines the types of tax offences, the liability for violating the tax legislation of Georgia, the terms and conditions for appealing wrongful acts of competent authorities and of their officials, lays down procedures for settling tax disputes, and governs the legal relations connected with the fulfilment of tax liabilities.