☼ მუხლი 007. ადგილობრივი გადასახადის დაწესება, შემოღება, მისი გადახდის პირობების შეცვლა და გადასახადის გაუქმება / Article 7 – Introducing and imposing local taxes; changing conditions for their payment; abolishing local taxes

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის სახით ან/და ამ ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთის ფარგლებში.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია ადგილობრივი გადასახადის შემოღების, მისი გადახდის პირობების შეცვლის ან შემოღებული ადგილობრივი გადასახადის გაუქმების შესახებ ინფორმაცია და სათანადო ნორმატიული აქტის ასლი მისი გამოქვეყნებისთანავე გაუგზავნოს შემოსავლების სამსახურსა და შესაბამის საგადასახადო ორგანოებს.

1. A local self-government representative authority may introduce a local tax imposed under this Code as a flat rate tax across the whole territory of the local self-governing unit and/or according to individual industries and/or types of businesses within the territory of the unit, within the marginal rates set by this Code.

2. Local self-government representative authorities shall forward information on the introduction of a local tax, on changing the payment conditions or on the abolishing the local tax and a copy of the relevant normative act to the Revenue Service of Georgia and to relevant tax authorities upon the publication of the normative act.