☼ მუხლი 005. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის პრინციპები / Article 5 - Principles of the tax legislation of Georgia

1. პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები.
2. დაუშვებელია ამ კოდექსის დარღვევით დაწესებული ან ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი გადასახადის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება, აგრეთვე გადასახადის გადახდევინება ამ კოდექსით დადგენილ ვადაზე ადრე.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს უფლება აქვს, შემოიღოს მხოლოდ ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი.

1. A person shall pay national and local taxes established under this Code.

2. No tax obligation introduced in violation of this Code or not provided for in this Code may be imposed on a person. No person may be forced to pay taxes earlier than required by this Code.

3. Local self-government representative authorities may introduce only the local taxes provided for in this Code