სათამაშო ბიზნესის საბუღალტრო აღრიცხვა


სამორინის შემოწმებისას , მთავარი შემოწმების ობიექტს წარმოადგენს მოთამაშეთა ბალანსებზე დაჩენილი ჯამური  ნაშთების შედარება ანუ ბუღალტერიის და ბილინგის შესატყვისობის დადგენა .

 ბუღალტერი ვალდებულია სისტემიდან მოითხოვოს თვის ბოლო დღის მიხედვით საღამოს თორმეტ საათზე არსებული მოთამაშეთა ბალანსებზე  დარჩენილი ნაშთების ჯამი. მოთამაშის მიერ შემოტანილი თანხა წარმოადგენს მიღებულ ავანსს ვთქვათ ანგარიში 3120 1.

თითქმის ყველა ტრანზაქცია სწორდება 31201 ანგარიშთან მისი სისწორე აწესრიგებს სხვა დანარჩენებს 


1. სისტემაში მოთამაშეთა ბალანსების დარიცხვა

დებეტი 14901 საგადამხდელო სისტემა 

კრედიტი 3120 1 მოთამაშეისგან მიღებული ავასნები (მოთამაშეთა ჯამური ბალანსები)

 თანხა 100 ლარი 

აქტივი

პასივი

14901 მოთხოვნა საგადამხდელო სისტემის მიმართ

100

31201  მიღებული ავანსები (მოთამაშეთა ბალანსები)

100

 


2. საგადამხდელო სისტემის ხარჯის დარიცხვა 

დებეტი 7.... საკომისიო

კრედიტი 14901 საგადამხდელო სისტემა 

თანხა 1 ლარი 

აქტივი

პასივი

14901 მოთხოვნა საგადამხდელო სისტემის მიმართ

99

31201  მიღებული ავანსები (მოთამაშეთა ბალანსები)

100

5330 მოგება/ზარალი

-1



3. საგადამხდელო სისტემის მიერ თანხის ჩარიცხვა 

დებეტი 1210 ბანკი

კრედიტი 14901 მოთხოვნა საგადამხდელო სისტემის მიმართ

თანხა 99 ლარი 

აქტივი

პასივი

1210 საბანკო ანგარიში

99

31201  მიღებული ავანსები (მოთამაშეთა ბალანსები)

100

5330 მოგება/ზარალი

-1

 



4. მოთამაშეებმა ტოტალიზატორზე დადეს 52 ლარი 

ვინაიდან თანხის მეპატრონე ისევ მოთამაშეა და თამაში ჯერ არ შემდგარა, ბუღალტრულად არაფერი არ იცვლება ავანსი რჩება ავანსად 100 ლარად

აქტივი

პასივი

1210 საბანკო ანგარიში

99

31201  მიღებული ავანსები (მოთამაშეთა ბალანსები)

100

5330 მოგება/ზარალი

-1


5. მოთამაშეების ნაწილმა  წააგო ჯამში 50 ლარი ხოლო ნაწილმა მოიგო ჯამში 10 ლარი 

დებეტი 31201  მიღებული ავანსები (მოთამაშეთა ბალანსები)
კრედიტი 6110 შემოსავალი ტოტალიზატორიდან 
თანხა 50 ლარი 

დებეტი 7....  ტოტალიზატორის ხარჯი
კრედიტი 31201  მიღებული ავანსები (მოთამაშეთა ბალანსები)
თანხა 10 ლარი

აქტივი

პასივი

1210 საბანკო ანგარიში

99

31201  მიღებული ავანსები (მოთამაშეთა ბალანსები)

60

5330 მოგება/ზარალი

39



6. ბილინგის მონცამების შედარებისას (შედარების აქტი) გაირკვა, რომ თვის ბოლოს საღამოს 12 საათის მონაცემებით მოთამაშეთა ბალანასებზე დარჩენილი იყო ჯამში 64 ლარი, ნაცვლად 60 ლარისა, როგორც ამას ბალანსი ასახავს.

დებეტი 7....  ტოტალიზატორის ხარჯი
კრედიტი 31201  მიღებული ავანსები (მოთამაშეთა ბალანსები)
თანხა 5 ლარი 

დებეტი 31201  მიღებული ავანსები (მოთამაშეთა ბალანსები)
კრედიტი 3320 საშემოსავლო გადასახადი
თანხა 1 ლარი 

აქტივი

პასივი

1210 საბანკო ანგარიში

99

31201  მიღებული ავანსები (მოთამაშეთა ბალანსები)

64

3320 საშემოსავლო გადასახადი

1

5330 მოგება/ზარალი

34


თუ 31201 ნაშთი პირიქით მცირე ბუღალტრულად ბილინგთან შედარებით, მაშინ შემოსავალად უნდა აღიარდეს კომპანიის მიერ.  

თუ აცდენის მიზეზი ობიექტურია მაგალითად სისტემის გატესტვა ან სხვა მაშინ ბილინგი შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით აკორექტირებს საკუთარ აქტს და უთითებს ყველა შესაძლო მიზეზს.

ნებისმიერი სახის თამაში სლოტები, პოკერი , სეკა და სხვა ემყარება იგივე პრინციპს რაც ზემოთაა მოცემული თუ მოთამაშე იგებს 3120 იზრდება კრედიტში და შესაბამისად იზრდება ორგანიზატორის ხარჯი დებეტში და პირიქით თუ აგებს 3120 დებეტდება და კრედიტში 6110 თამაშის შესაბამისად შემოსავალი იზრდება .

ხშირად ბუღალტრები სათამაშო ბიზნესში, შემოსავალს მოთხოვნით ატარებენ რაც არასწორია, ეს გატარება ზედმეტია იმის გამო რომ კაზინოში მოთხოვნა არცერთ ეტაპზე არ ფიქსირდება შემოსავალი ან ხარჯი წარმოიქმნება მხოლოდ მიღებული ავანსებით. კრედიტი მოთამაშეზე იკრძალება ამ სფეროში. 

თამაშები იყოფა ორ ნაწილად 1) სადაც ორგანიზატორი მოთამაშე მხარეა მაგალითად სლოტები  სამორინე ტოტალიზატორი. 

და 2) თამაშები სადაც ორგანიზატორი მხოლოდ საკომისიოს (რეიკს) იღებს . 

მოთამაშეთა მიერ ავანსების ერთმანეტში გაცვლა არ ცვლის 31201-ის ნაშთს, ამიტომ ამას მხოლოდ ბილინგი ასახავს. 

ჯეკ პოტის გათამაშება წარმოადგენს მოთამაშეთა თანხების შეგროვებას ამის გამო 3120 ჯამური თანხა არ იცვლება და საშემოსავლოთი არ იბეგრება, მაგრამ თუ ორგანიზატორი ახდენს საპრიზო ფონდში ჩარევას და თავისი თანხებით მის  შევსებას მაშინ სსკ 154 მუხლით ის ჩვეულებრივი განაცემია ფულადი ან არაფულადი ფორმით.

სწორად აწყობილი აღრიცხვისას 31201-ის და ბილინგის შედარების აქტის  მეშვეობით აკონტროლებს მთლიან პროცესს და დროულად ავლენს არასწორ ნაშთებს და მათ გამომწვევ მიზეზებს . 

თუმცა არიან შედარების გარეშე ბრმა ყვავებივით როდესაც ითვლიან, მხოლოდ შემოსავლებს და ხარჯებს რაც ფირმისთვის ხშირად მძიმე საგადასახადო შედეგებით  მთავრდება.