როგორ დავბლოკოთ აზარტული საიტები მოზარდებისგან


აზარტული საიტების  დაბლოკვა შეიძლება ძაან მარტივად თუ ამ ფაილს (hosts) გადააწერთ იგივე  ფაილს მისამართზე C:\Windows\System32\drivers\etc  

თუ თქვენ თითონ გინდათ აარჩიოთ დასაბლოკი საიტები  მიყევით ამ ინსტრუქციას 


გახსენით სტარტის ზოლიდან  კომპიუტერი, როგორც ეს ქვედა სურათზეა მოცემული. 



 აწკაპებთ მაუსს მისამართის ზოლზე, ზოლი გადადის ჩაწერის რეჟიმში  , წერთ C:\Windows\System32\drivers\etc და აჭერთ კლავიატურაზე Enter-ს , ამ მოქმედებების შემდგომ თქვენ მოხვდებით საქაღალდეში სადაც უნდა მოძებნოთ ფაილი სახელად hosts . ფაილის რედაქტირება და შენახვა უფრო ადვილი რომ იყოს დააკოპირეთ ის თქვენს სამუშაო მაგიდაზე.  






სტარტის ზოლიდან   მოძებნეთ Notepad და გახსენით.  პროგრამაში მენიუდან file/open გახსენით თქვენს სამუშაო მაგიდაზე დაკოპირებული ფაილი hosts

თუ  Notepad–ს  არ აქვს მითითებული All Files ფაილის გახსნისას, როგორც ეს ქვედა სურათზეა მოცემული ის ვერ დაინახავს ფაილ hosts იმის გამო , რომ ის არაა ტექსტური გაფართოების  ფაილი.



დაბლოკვის ბრძანება ტექსტის ბოლო ზოლზე მაგალითი:
127.0.0.1 www.europe-bet.com


რედაქტირებამდე

რედაქტირების შემდგომ

ინახავთ ფაილს File/Save
და გადააწერთ თავზე პაპკაში C:\Windows\System32\drivers\etc  საიდანაც თავის დროზე წამოიღეთ, გამორთეთ და ჩართეთ ინტერნეტ ბროუზერი და სინჯეთ თუ გახსნით დაბლოკილი საიტის მისამართს.